ნაპოლეონ ბონაპარტი – “ეპიზოდი”
საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი,შემდგომში კი ქვეყნის იმპერატორი - ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები),ეგვიპტის ლაშქრობამდე,1798 წლის 9 ივლისს ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ არქიპელაგზე მდებარე კუნძულ მალტაზე გადავიდა,სადაც ფრანგული წარმოშობის “მალტის ორდენის” რაინდები ბატონობდნენ.მათ არ სურდათ ნაპოლეონის კუნძულზე შეშვება,თუმცა დიდმა მხედართმთავრმა საკმაოდ გონებამახვილური სტრატეგიის მიხედვით,თითქმის უდანაკარგოდ დაიკავა კუნძული.მალტის დაკავებით,ნაპოლეონმა უმნიშვნელოვანესად სტრატეგიული საზღვაო ბაზა ჩაიგდო ხელში.სულ მალტაზე ნაპოლეონმა ექვსი დღე დაჰყო და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,დროის ამ მცირე პერიოდში უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება მოასწრო. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ: შეცვალა მალტაზე გაბატონებული “მალტის ორდენის” ბატონობა; გაატარა საფინანსო და ადმინისტრაციული რეფორმები,რა დროსაც ჩამოაყალიბა მუნიციპალური მმართველობა; გააუქმა მონობა და ყოველგვარი პრივილეგიები ჩამოართვა ადგილობრივ ფეოდალებს; გაატარა სასამართლო რეფორმა და შემოიღო დაწყებთი და საჯარო-სახელმწიფო განათლების სისტემა.დამეთანხმებით,რომ ექვს დღისათვის მართლაც გასაოცარი რეფორმებია,რადგან ასეთ მოვლენებს უმეტესად სახელმწიფოები ათწლების განმავლობაშიც კი ვერ ანხორციელებენ.(ავტორი გენია.ჯი)