“პასაის სამეფო”

“პასაის სამეფო” - მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც “სამუდრა პასაი”.იგი გახლდათ ისტორიული სახელმწიფო,რომელიც მდებარეობდა კუნძულ სუმატრას ჩრდილოეთ ნაწილში XIII-XVII საუკუნეებში.დაარსებულ იქნა 1267 წელს.აღნისნული სახელმწიფოს მმართველები “სულთანის” ტიტულის მატარებლები იყვნენ.აღსანიშნავია,რომ აღნიშნულ ქვეყანაში 1292 წელს,რამდენიმე თვის განმავლობაში,კერძოდ 5 თვის მანძილზე იმყოფებოდა დიდი იტალიელი მოგზაური – მარკო პოლო,რომელმაც ამ ქვეყანაში მოგზაურობა თავი მიერ დაწერილ წიგნში აღწერა. (ავტორი გენია.ჯი) არაბი და ინდოელი მუსულმანებისათვი ინდონეზიასა და ჩინეთში ვაჭრობა საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული მრავალი საუკუნის მანძილზე.შესაბამისად ისლამი სუმატრაზე XIII საუკუნის მიწურულს შევიდა.ამ პერიოდში კუნძულ სუმატრაზე ორი სახელმწიფო მდებარეობდა: პასაი და პერაკი.XV საუკუნეში ისლამმა ფაქტიურად მთელი კუნძული მოიცვა.აღნიშნული ქვეყნის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები შემოგვინახა,ასევე ცნობილმა არაბმა მოგზაურმა – იბნ ბატუტამ (1304-1377 წლები),რომელიც ქვეყანაში 15 დღის მანძილზე იმყოფებოდა.შესაბამისად ინდონეზიაში პასაი პირველი მუსულმანური ცენტრი გახდა.რადგან მუსულმანებისა და ადგილობრივი მოსახლეობის “გაცხოველებული” ვაჭრობის შედეგად ისლამმა ღრმად გაიდგა ფესვები მკვიდრ მოსახლეობაში.ძველი მალაიური სამეფოს “შრივიჯაიას” დაცემის შემდეგ XIII საუკუნეში,კიდევ უფრო დიდი ბიძგის მიმცემი გახდა ვაჭრებისათვის შედარებით მშვიდი რეგიონისაკენ გადაენაცვლათ,რათა მეკობრეებისა და სხვადასხვა ჯურის ავაზაკებისაგან თავი უფრო დაცულად ეგრძნოთ.აღსანიშნავია,რომ სუმატრას ჩრდილოეთ ნაწილი,სადაც მდებარეობდა პასაის სამეფო,მდიდარი იყო ოქროს საბადოებითა და ხე-ტყის მარაგებით.ამ მიზეზის გამოც იგი ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად იყო მიჩნეული სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებისათვის.XIV საუკუნეში პასაის სამეფო უმდიდრეს და უდიდესს სავაჭრო ცენტრად იქცა.გარდა იმისა,რომ ისლამი კუნძულზე სხვა ქვეყნებიდან შევიდა,პასაიმ თავის კულტურას და ენას ფართო გასაქანი მისცა სხვა ქვეყნებში (მათი უძველესი დამწერლობითი ფორმა გახლდათ მალაიური ანბანი – “ჯავი”),შემდგომ საუკუნეებში აღნიშნული ენა ერთგვარი ურთიერთობის ენად იქცა ინდონეზიასა და მალაიზიას შორის.ეკონომიკური წარმატებების უდიდესი ნაწილი პასაის სამეფოსათვის უცხოელ ვაჭრებს მოჰქონდათ. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო ისლამის პლაცდარმი ინდონეზიაში სწორედ პასაის სამეფო გახდა.გარდა ამისა იგი კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრადაც ჩამოყალიბდა ინდონეზიისა.პასაის მაგვარი სამეფოები ჩამოყალიბდა ინდონეზიის ერთ-ერთ უდიდეს კუნძულ იავაზეც: ჯანგარა,კედირი,სინგასარი,ბლამბანგანი და სხვა.ეს ქვეყნებიც პასაის მსგავსად ფართო ვაჭრობით გამოირჩეოდნენ ჩინეთისა და ინდოეთის ქვეყნებთან.პასაის სამეფოს დასასრულის დასაწყისი კუნძულზე პორტუგალიელთა შესვლამ გამოიწვია,რომელთაც 1521 წელს ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს.მიუხედავად ამისა “პასაის სამეფომ” უდიდესი ისტორიული,რელიგიური და კულტურული მისია შეასრულა ინდონეზიის ისტორიაში.ხოლო მოგვიანებით “პასაის სამეფო” ინდონეზიის სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)