ინდონეზიელი “ახალგაზრდების ფიცი” სამშობლოს წინაშე…
1928 წლის 28-29 ოქტომბერს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ჩატარდა – “ახალგაზრდული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაციის” კონგრესი,სადაც პირველად იქნა შესრულებული ინდონეზიის ჰიმნი,სახელწოდებით: “დიადი ინდონეზია”,რომელიც დაწერილ და შესრულებულ იქნა კომპოზიტორ ვაგე რუდოლფ სუპრატმანის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) ჰიმნის შესრულების შემდეგ კი წარმოითქვა ფიცი,რომელსაც შემდგომში “ახალგაზრდების ფიცი” ეწოდა და რომელსაც ინდონეზიელი ახალგაზრდები დღემდე დებენ სამშობლოს ერთიანობისათვის,ერთიანი ინდონეზიური ერისათვის და ერთიანი ინდონეზიური ენისათვის.ფიცი კი გამოითქმის შემდეგი სახით:
1. ჩვენ,ვაჟები და ქალიშვილები ვართ ინდონეზიისა.ამიტომ ვაღიარებთ ერთადერთ სამშობლოდ – ინდონეზიის მიწას.
2. ჩვენ,ვაჟები და ქალიშვილები ვართ ინდონეზიისა.ამიტომ ვაღიარებთ,რომ მივეკუთვნებით ერთადერთ ერს – ინდონეზიის ერს.
3. ჩვენ,ვაჟები და ქალიშვილები ვართ ინდონეზიისა.ამიტომ ერთგულები ვართ გაერთიანებული ენის – ინდონეზიური ენისა. (ავტორი გენია.ჯი)