“სასაკლაო ვუნდედ-ნის უბესთან”
“სასაკლაო ვუნდედ-ნის უბესთან” - გახლდათ უკანასკნელი დიდი ბრძოლა “სიუს” ინდიელთა ხალხისა და ამერიკის არმიის ნაწილებს შორის,რომელიც გაიმართა 1890 წლის 29 დეკემბერს “ვუნდედ-ნის უბესთან”.აღნიშნულ ბრძოლას სახელწოდება – “სასაკლაო ვუნდედ-ნის უბესთან”,უწოდა ამერიკის არიმიის გენერალმა ნელსონ ეპლტონ მაილზმა (1839-1925 წლები),თავის წერილში,რომელიც მისწერა “ინდიელთა საქმეების” კომისარს. (ავტორი გენია.ჯი) 1890 წლის 29 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების მე-7 საკავალერიო პოლკი 500 მებრძოლისა და 4 ზარბაზნის გამოყენებით,ემზადებოდა ინდიელთა შეიარაღებული რაზმების განიარაღების პროცედურისათვის.იმ დროს როდესაც მათ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები გაისმა შემთხვევითი გასროლის ხმა,რომელმაც პროვოცირება გაუწია სიტუაციას და დაიწყო უმიზნო (ქაოსური ხასიათის) სროლები.დაიწყო ბრძოლა,რომლის საბოლოო შედეგი 25 დაღუპული ამერიკელი სამხედრო და 153 დაღუპული ინდიელი გახლდათ (მათ შორის ქალები და ბავშვები).არის მოსაზრებები,რომ აღნიშნულ ბრძოლაში მრავალი მებრძოლი საკუთარი ამხანაგების მიერ გასროლილ ტყვიებს შეეწირა,რადგანაც სროლები მიმდინარეობდა ქაოსურად და თან ახლო დისტანციაზე. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ბრძოლის დაწყებამდე ინდიელთა დიდ ნაწილს იარაღი უკვე ჩაბარებული ჰქონდათ.ბრძოლიდან მხოლოდ 150-მდე ინდიელმა შეძლო გაქცევით ეშველა თავისთვის.როგორც ჩეხი ისტორიკოსი მილოსლავ სტინგლი გადმოგვცემს,აღნიშნული “სასაკლაოს” მოწყობაში ყველაზე დიდი ბრალი პოლკოვნიკ ფორსაიტს მიუძღვის,რომელიც ხელმძღვანელობდა მე-7 პოლკს.სიუს ინდიელთა შორის იყო ადამიანი,რომელიც სმენადაქვეითებული გახლდათ,სახელწოდებით “შავი კოიოტი”,რომელმაც ვერ გაიგონა ბრძანება იარაღის დაყრისა,რის შემდეგაც პოლკოვნიკმა გასცა ბრძანება გაეხსნათ ცეცხლი სიუს ინდიელთა ხალხის ბანაკისათვის,სადაც მამაკაცებთან ერთად უდანაშაულო ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ.თუმცა ისიც ფაქტია,რომ ასეთი ბრძანების გაცემის დოკუმენტალურად დადასტურება დღემდე შეუძლებელია.”სასაკლაო ვუნდედ-ნის უბესთან” ისტორიაში შევიდა,როგორც ერთ-ერთი “უაზროდ” დაღვრილი სისხლი იმ ადამიანებისა,რომელთაც ერთმანეთის ენა არ ესმოდათ. (ავტორი გენია.ჯი)