“კაქჩიკელის ხალხი”
“კაქჩიკელის ხალხი” - “Kaqchikel people”,გახლავთ ერთ-ერთი ძირძველი მოსახლეობა დასავლეთ-ცენტრალური ნაწილის,გვატემალის მთიანეთისა.ისინი მიეკუთვნებიან “მაიას ცივილიზაციის” ხალხს.აღნიშნული ხალხის ჩამოყალიბება და ერთობა მას შემდეგ წარმოიშვა,რაც დაეცა “მაიას იმპერია”.მისი დაცემის შემდეგ მათ ჩამოაყალიბეს თავიანთი ქვეყანა სახელწოდებით “კაქჩიკელი” და მის დედაქალაქს წარმოადგენდა ქალაქი – იშიმჩე.ისევე,როგორც კიჩეს ხალხს,მათაც ოთხი მმართველი ჰყავდათ: ცოცილი,შაჰილი,ტუკუჩე და აკაჰალი. (ავტორი გენია.ჯი) რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ გაეკონტროლებინათ სამხედრო და რელიგიური სფეროები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ისინი მტრობდნენ კიჩეს ხალხს და ესპანელ კონკისკადორებს უდიდესი დახმარება გაუწიეს მათთან ბრძოლების დროს.თუმცა შემდგომში თავად გახდნენ ესპანელთა სამიზნე,რომლებმაც კაქჩიკელის დედაქალაქი იშიმჩე 1524 წელს აიღეს,ცნობილი ესპანელი კონკისკადორის – პედრო დე ალვარადო ი კონტრერასის (1485-1541 წლები) ხელმძღვანელობით. იშიმჩეს სიახლოვესვე დაარსეს კოლონიალური გვატემალის პირველი დედაქალაქი ტეკპან-გვატემალა 1524 წლის 25 ივლისს.1527 წლის 22 ნოემბერს,კაქჩეკალის ხალხის რამდენჯერმე ამბოხების შემდეგ დედაქალაქი გადატანილ იქნა სიუდად-ვეხაში,კოლონიალური გვატემალის შემდგომი დედაქალაქის ანტიგუა-გვატემალას სიახლოვეს.კაქჩიკელმა ხალხმა თავიანთი ისტორია აღწერეს წიგნში სახელწოდებით: “სოლოლის მემორიალი”.დღესდღეობით “კაქჩიკელურ ენაზე” 400 000 ადამიანი საუბრობს და გარდა გვატემალისა,მათი ნაწილი მექსიკაშიც სახლობს.ეწევიან სოფლის მეურნეობას და შენარჩუნებული აქვთ უძველესი ადათ-წესების ნაწილი,ასევე ის კულტურა რომელიც ასიმილაციაში მოვიდა ესპანელებთან – ესპანური კოლონიზაციის პერიოდში. (ავტორი გენია.ჯი)
თანამედროვე “კაქჩიკელის ხალხი”