“კუეიო”

“კუეიო” - გახლავთ “მაიას ცივილიზაციის” ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ნაშთები,რომელიც მდებარეობს ორინჯ-უორკის პროვინციაში (ბელიზი).ისტორიკოსთა და არქეოლოგთა მტკიცებით აღნიშნულ ქალაქი დასახლებული უნდა ყოფილიყო ჩვ.წ.აღ-მდე 2000-1000 წლებში.ქალაქში აღმართული იყო ტაძარი,მცირე ზომის სასახლე და საცხოვრებელი სახლები. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობდა სპეციალურად შექმნილი ორი მიწისქვეშა საწყობი და მოედნები.არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილ იქნა მარგალიტი,რომელიც კუეიოდან 400 კილომეტრის მოცილებული პროვინციიდან უნდა ყოფილიყო ჩამოტანილი,რაც ადასტურებს იმას,რომ კუეიოში საკმაოდ მაღალ დონეზე უნდა ყოფილიყო განვითარებული ვაჭრობა,შორეულ ქალაქებთან.”კუეიო” აღმოჩენილ იქნა 1973 წელს – ნორმან ჰამონდის მიერ.თავად სახელწოდება “კუეიო”,არ მომდინარეობს მაიას ცივილიზაციის ენიდან და იგი მომდინარეობს ქალაქთან ახლოს მდებარე ფერმების ნაშთების – “კუეიოს” სახელწოდებისაგან.აღნიშნული ძეგლი ბელიზის კულტურული და ისტორიული ღირებულების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს და მას ბელიზის სახელმწიფო იცავს. (ავტორი გენია.ჯი)