“ირლანდიის ეროვნული ჰიმნის წარმოშობის ისტორია”…
“ირლანდიის ეროვნული ჰიმნი” - იგივე “ჯარისკაცის სიმღერა”,რომელიც ასევე ცნობილია ინგლისურად,როგორც: “The Soldiers Song”.მისი ტექსტი დაწერილ იქნა 1907 წელს პედარ კირნის მიერ ინგლისურ ენაზე.ამის შემდგომ პატრიკ ჰინეისთან ერთად დაიწერა მუსიკა.ხოლო ტექსტი ირლანდიურ ენაზე თარგმნა ლაიამ ო’რილმა.თავდაპირველად ტექსტი ფართო საზოგადოებისათვის გამოქვეყნებულ იქნა ინგლისურ ენაზე ბალმერ ჰობსონომის მიერ,ირლანდიურ გაზეთ: “ირლანდიურ თავისუფლებაში” 1912 წელს.აღნიშნული სიმღერა ერთობ პოპულარული გახდა ირლანდიელ რესპუბლიკელთა შორის და მას ასრულებდნენ ირლანდიელი მეამბოხეები “აღდგომის ამბოხების” სახელით ცნობილი მოვლენების დროს 1916 წელს. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო მოგვიანებით იგი საკმაოდ პოპულარულ სიმღერად იქცა ბრიტანულ ციხეებში,სადაც ირლანდიელები იხდიდნენ სასჯელს.ირლანდიური ტექსტი პირველად ფართო საზოგადოებისათვის დაბეჭდილ იქნა 1923 წლის 3 ნოემბერს,ირლანდიურ ჟურნალ “An tOglach”-ში.ირლანდიის ეროვნულ ჰიმნად “ჯარისკაცის სიმღერა” ოფიციალურად 1926 წელს გამოცხადდა და და მან შეცვალა ბრიტანული “God Save the King”,რომლიც არანაირად არ ჯდებოდა ახლადჩამოყალიბებული თავისუფალი ირლანდიური სახელმწიფოს “გემოვნებაში”.1934 წელს ირლანდიის მთავრობამ აღნიშნულ ჰიმნის სიმღერის საავტორო უფლება შეისყიდა 1200 გირვანქა-სტერლინგად და იგი დღემდე “ირლანდიის ეროვნული ჰიმნია”,რომელსაც ირლანდიელი ხალხი უდიდესს თაყვანს სცემს. (ავტორი გენია.ჯი)
ირლანდიის ეროვნული დროშა