ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი – “ბალადა დასავლეთსა და აღმოსავლეთზე” (შესავალი)

ო,დასავლეთი დასავლეთია,

აღმოსავლეთი სხვაა ხნიერი!

დარჩება ასე,მიწას და ზეცას

არ განიკითხავს ვიდრე ციერი.

მაგრამ რას ნიშნავს ჯიში და მოდგმა,

რაა მამული,სისხლი,იერი,

როცა პირისპირ,როცა პირისპირ,

ძლიერს პირისპირ ხვდება ძლიერი!