იან ალოიზი მატეიკო – “მეფე პრჟემისლ II-ის დაღუპვა”
“მეფე პრჟემისლ II-ის დაღუპვა” - წარმოადგენს ტილოს დიდი პოლონელი მხატვრის,დიდოსტატის ბატალიური და ისტორიული ტილოების შექმნისა – იან ალოიზი მატეიკოსი (1838-1893 წლები).იგი დახატულ იქნა 1875 წელს და გამოხატავს რეალურ ისტორიას,მომხდარს 1296 წლის 8 თებერვალს,კერძოდ: ამ დღეს პოლონეთის ქალაქ როგოზნოში ვერაგულად იქნა მოკლული პოლონეთის მეფე – პრჟემისლ II (1257-1296 წლები).სამეფო სასახლის კარი სტუმრების მიღების შემდგომ ისვენებდა,როდესაც მძინარე მეფეს თავს დაესხნენ და მიუხედავად მეფის სიმამაცისა იგი განგმირულ იქნა.მკვლელები მეფესთან მიგზავნილი იქნენ ბრანდებურგის მარკ-გრაფების მიერ და მის მკვლელობაში დიდი როლი ითამაშეს მისადმი ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმაც. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ტილო პოლონეთში მხოლოდ სამჯერ იქნა ექსპონიზირებული.სურათის შექმნისთანავე 1875 წელს,სურათი წარმოდგენილ იქნა კრაკოვში ხელოვნების გალერეაში.1894 წელს კი იგი გამოფენილ იქნა ლვოვში “საერთო ეროვნულ” გამოფენაზე.ყოველივე ამის შემდგომ სურათი – “მეფე პრჟემისლ II-ის დაღუპვა”,შეიძინა ეპისკოპოსმა იოსებ შტროსმაერმა და იგი გადასცა “ზაგრებეს მეცნიერებათა აკადემიას”.ამის შედგომ სურათი კიდევ ერთხელ იქნა გამოფენილი პოლონეთში “პოზნანის ეროვნულ მუზეუმში 2007 წელს და იგი იქ წარმოდგენილი იყო დამთვარიელებლისათვის 3 თვის მანძილზე.დღესდღეობით აღნიშნული ტილო დაცულია “ზაგრებეს ეროვნულ გალერეაში” და მნახველში დიდ ინტერესსა და მოწონებას იწვევს. (ავტორი გენია.ჯი)