“ედუარდ კენედი (დიუკ) ელინგტონის შესახებ წერდნენ”…
მსოფლიო ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ჯაზმენის,კომპოზიტორისა და მუსიკოსის - ედუარდ კენედი (დიუკ) ელინგტონის (1899-1974 წლები),გარდაცვალების შემდგომ,უამრავმა ცნობილმა ადამიანმა და ჟურნალ-გაზეთებმა მის შესახებ დაწერეს:
“ფაქიზი,სიღრმე,დახვეწილობა და გემოვნება ერთიანად ეწყობოდა და თან ერთვოდა ელინგტონის მიერ დაწერილ მუსიკას.რამაც მისი შემოქმედება მილიონობით ადამიანს შეაყვარა როგორც ჩვენს სამშობლოში,ასევე მის ფარგლებს გარეთ.ამიტომ იგი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორი გახლდათ.მისი ხსოვნა სამარადჟამოდ იცოცხლებს მომავალ თაობებში და მისსავე შექმნილ მუსიკაში,რომელიც მან მთელი მსოფლიოს ხალხებს საჩუქრად დაუტოვა”.
“რიჩარდ ნიქსონი” (ამერიკის პრეზიდენტი).
“დიუ ელინგტონი მუსიკის მაგისტრი გახლდათ,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ამასთანავე ამერიკის საუკეთესო კომპოზიტორიც.დიუკ ელინგტონის სახით ამერიკულმა ჯაზმა მსოფლიო აღიარება დამსახურებულად მოიპოვა”.
“ნიუ-იორკ თაიმსი”. (ავტორი გენია.ჯი)
“დიუკ ელინგტონის შემოქმედება უყვარდათ მთელს მსოფლიოში და ყველანაირ საზოგადოებაში.იგი უყვარდათ საფრანგეთსა და გერმანიაში,იტალიასა და ინგლისში,არაბეთსა და ისრაელში.იგი იყო დახვეწილი,უბრალო,მხიარული,გულუბრყვილო ბავშვივით და ძლიერი მორწმუნე.ამასთანავე გააჩნდა დახვეწილი არისტოკრატული მანერები და ძალიან კარგად გრძნობდა იმას,თუ სად როგორ უნდა მოქცეულიყო.დიუკი აგებდა ძველზე ახალს,რაც კიდევ უფრო დიდად საინტერესოს ხდიდა მის შემოქმედებასა და ცხოვრებას”.
“სტენლი დენსი (დიუკ ელინგტონის ბიოგრაფი)”.
“დიუკ ელინგტონი წარმოადგენდა ბრწყინვალე და უდიდესს ტალანტს ჯაზის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე.დარწმუნებული ვართ,რომ მის მუსიკას მეოთხედი საუკუნის შემდეგ მის შემოქმედებას ბავშვეს სკოლაში შეასწავლიან.ხოლო კრიტიკოსები კი მოუძებნიან ადგილს ჩვენი ასწლეულის გენიოს კომპოზიტორთა შორის”.
“სან-ფრანცისკო კრონიკლი”. (ავტორი გენია.ჯი)