ჯოზეფ ლუის ბეროუ – “ჯო ლუისი”
ჯოზეფ ლუის ბეროუ - იგივე ჯო ლუისი დაიბადა 1914 წლის 13 მაისს ლაფაიეტში (ალაბამას შტატი,ამერიკა).იგი გახლდათ მსოფლიო კრივის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პროფესიონალი მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ზემძიმე წონაში.იგი წარმოშობით ძალიან ღარიბი ოჯახიდან გახლდათ; ჯოზეფის მამა ბამბის პლანტაციაში მუშაობდა და თვიდან-თვემდე ოჯახს თავი ძლივს გაჰქონდა.1924 წელს ჯო ლუისი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დეტროიტში გადაბარგდა,სადაც მამასთან ერთად ფორდის საავტომობილო ქარხანაში დაიწყო მუშაობა. (ავტორი გენია.ჯი) მუშაობასთან ერთად მას კრივისათვის ყველა თვისება გააჩნდა და თავსაც არ ზოგავდა ვარჯიშების დროს.1934 წელს შედგა მისი პირველი დებიუტი სამოყვარულო რინგზე.მიღწეული წარმატებების შემდეგ 1936 წელს მას მიანიჭეს პროფესიონალი-მოკრივის ტიტული,საიდანაც დაიწყო მისი თავბრუდამხვევი წარმატებების სერია და საბოლოო ჯამში უდიდესი საკარივო კარიერა.დეტროიტში გადასვლიდან 10 წლის შემდეგ,გაიმარჯვა სამოყვარულო რინგზე,რა დროსაც მას გადაეცა პრიზად “ოქროს ხელტათმანი”.სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ გავიდა იგი პროფესიონალ მოკრივეთა ასპარეზზე.აღსანიშნავია,რომ 11 წლის მანძილზე სხვადასხვა ჩემპიონობის ტიტულები 25-ჯერ დაიცვა.სულ ლუისმა 27 საჩემპიონო ბრძოლა ჩაატარა,რაც დღევანდელ დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად არის მიჩნეული.პირველი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1937 წელს მოიპოვა,სადაც ფინალში დაამარცხა დიდი ამერიკელი მოკრივე – ჯეიმზ უოლტერ ბრედოკი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ტიტულს იგი 1948 წლამდე არავის უთმობდა და ამავე წლის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.მიუხედავად ამისა 1950 წელს იგი დაუბრუნდა რინგს,თუმცა მსოფლიო ჩემპიონობისათვის ფინალი დათმო დიდ ამერიკელ მოკრივესთან – ეზარდ მაკ ჩარლზთან.ამ მარცხის შემდგომ მას წარმატებული ბრძოლების სერია ჰქონდა მანამ,სანამ ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკელმა მოკრივემ როკი მარჩიანომ ნოკაუტით არ დაამარცხა.ამ მარცხის შემდგომ კი მან საბოლოოდ ჩამოსცილდა პროფესიონალურ კრივს.ჯო ლუისი გარდაიცვალა 1981 წლის 12 აპრილს ლას-ვეგასში.2003 წელს ამერიკულმა ჟურნალმა “Ring Magazine”-მ ჯო ლუისის მსოფლიოს 100 საუკეთესო მოკრივის ნუსხაში შეიყვანა.ხოლო 2005 წელს “კრივის კვლევითმა ორგანიზაციამ” ჯო ლუისი მსოფლიოს ზემძიმე წონის ისტორიაში საუკეთესო მოკრივედ დაასახელა. (ავტორი გენია.ჯი)
ჯო ლუისისა და როკი მარჩიანოს “ბოლო ბრძოლა” (1951 წლის 26 ოქტომბერი)