ჩარლ პიტ კონრადის მიერ წარმოთქმული სიტყვა მთვარეზე…
ჩარლზ პიტ კონრადი (1930-1999 წლები) ერთ-ერთი იმ უიშვიათესი კოსმონავტთაგანი გახლდათ 12 კოსმონავტთან ერთად,რომელმაც “მთვარეზე” დადგა ფეხი 1969 წელს.აღსანიშნავია,რომ კოსმოსურ ხომალდ “აპოლონ 12″-ს იგი მეთაურობდა და პირველი სწორედ მას ეკუთვნოდა ეკიპაჟის წევრთა შორის მთვარეზე გადასვლა.ამ მოვლენის შესახებ იგი შემდგომში იგონებდა,რომ მთვარეზე ფეხის დადგმის დროს,მისგან ყველა მოელოდა რაღაც განსაკუთრებული (ისტორიული) სიტყვის წარმოთქმას,ისევე,როგორც პირველად წარმოსთქვა ნილ ამსტრონგმა მთვარეზე ფეხის დადგმის დროს ისტორიული სიტყვები: “ეს არის პატარა ნაბიჯი ადამიანისათვის,თუმცა გიგანტური ნაბიჯი კაცობრიობისთვისო”. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ჩარლზმა წარმოსთქვა საკმაოდ უცნაური სიტყვა,რომელიც ასე ჟღერდა სიტყვა-სიტყვით:
“შესაძლოა ნილისთვის ეს ნაბიჯი პატარა ყოფილიყო,თუმცა ჩემთვის მართლაც დიდი ნაბიჯიაო”,(ცნობილია,რომ ჩარლზი ფიზიკურად დაბალი სიმაღლით გამოირჩეოდა და იგი ნილ არმსტრონგზე დაბალიც გახლდათ,შესაბამისად მასთან შედარებით მოკლე ნაბიჯებსაც აკეთებდა).
დედამიწაზე ხომალდის მშვიდობიანად დაშვების შემდგომ,ერთ-ერთი ინტერვის დროს გამოტყდა,რომ 500 დოლარიანი სანაძლეო ჰქონდა დადებული ცნობილ იტალიელ ჟურნალისტთან და მწერალთან ორიანა ფალაჩისთან,იმის თაობაზე,რომ კოსმოსური ორგანიზაცია “ნასა” არ ერეოდა და არ აძლევდა მითითებებს კოსმონავტებს იმის შესახებ,თუ რას და როდის იტყოდნენ კოსმოსში კოსმონავტები. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამის დასადასტურებლად წარმოთქვა ზემოთ აღნიშნული სიტყვები დიდმა ამერიკელმა კოსმონავტმა – ჩარლზ პიტ კონრადმა მთვარეზე პირველად ფეხის დადგმისას.ჩარლზმა ისიც აღნიშნა,რომ სანაძლეოში მოგებული თანხის აღება აზრადაც არ მოსვლია და ზემოთ მოყვანილი სიტყვებით მან დაუმტკიცა ორიანას თავისი სიტყვების ჭეშმარიტება. (ავტორი გენია.ჯი)
ჩარლზ პიტ კონრადი