“სუდის ჭაობი”
“სუდის ჭაობი” - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც: “Bahr al Jabal,as Sudd”,გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ჭაობი სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე აფრიკის კონტინენტზე.იგი განფენილია “თეთრი ნილოსის” დაბლობზე და წარმოადგენს უდიდესს ვეთლენდს (ნაყოფიერი ადგილები,რომლებიც ქმნიან თბილ წყალსატევებს,უხვბალახიან საძოვრებსა და ხელსაყრელ ჰაბიტატებს გარეული ცხოველებისათვის). (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ჭაობის ტერიტორიაზე ბინადრობს 400-მდე სახეობის ფრინველი და 100 სახეობის სხვადასხვა ძუძუმწოვარი ცხოველი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “სუდის ჭაობის” ტერიტორიაზე იზრდება უზარმაზარი რაოდენობის სხვადსხვა მცენარეები,მათ შორის: პაპირუსი,გიანციტი და სხვა.იგი გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 500 კილომეტრზე და აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 200 კილომეტრის მანძილზე.აღნიშნული ტერიტორია დასახლებულია ადამიანებითაც. (ავტორი გენია.ჯი) იგი ასევე განთქმული ადგილია აფრიკის კონტინენტზე წვიმების სეზონებით,რომელიც გრძელდება აპროლიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდებში.საშუალო სიმაღლე ჭაობის მდებარეობისა ზღვის დონიდან 380-450 მეტრამდეა.აღნიშნული ჭაობის ტერიტორიი ლანდშაფტი,ცხოველთა და ფრინველთა საკმაოდ კარგ გარემო-პირობებს ქმნის.