“ნიირაგონგოს ვულკანი”
“ნიირაგონგოს ვულკანი” - მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე,ვირუნგას ვულკანური წარმოშვების მთებში,კივუს ტბიდან სამხრეთით 20 კილომეტრში,რუანდისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოსაზღვრე ნაწილში.მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3470 მეტრია და წარმოადგენს სტრატოვულკანის სახეობას,აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზთან.1882 წელს აღნიშნული ვულკანის 34 გაღვიძება დაფიქსირდა.იყო შემთხვევები,რომ მისი აქტიურობა რამდენიმე წელიწადსაც კი გაგრძელებულა. (ავტორი გენია.ჯი) ვულკანის კრატერის სიღრმე 250 მეტრია,ხოლო ფართი 2 კილომეტრამდე,სადაც წარმოიქმნება ლავის ტბა.”ნიირაგონგოს ვულკანის” ლავა სხვა ვულკანის ლავებისაგან განსხვავებით ბევრად თხევადი ფორმისაა და შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით კვარცს.ამის გამო ვულკანის გაღვიძების შემთხვევაში ლავა 100 კილომეტრი საჩქარითაც კი ამოიფრქვევა.აღნიშნული ვულკანის სიახლოვეს მდებარეობს მეორე ვულკანი,სახელწოდებით: “ნიამლაგირა”.”ნიირაგონგოს ვულკანი” ერთ-ერთ ყვრლაზე აქტიურად მოქმედ ვულკანს წარმოადგენს მსოფლიოში. (ავტორი გენია.ჯი)