ჟიულ ანრი პუანკარეს შესახებ – პონ პელვენე წერდა…
ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მათემატიკოსის,ფიზიკოსის,ფილოსოფოსისა და “საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის” ხელმძღვანელის - ჟიულ ანრი პუანკარეს (1854-1912 წლები) შესახებ,დიდი ფრანგი მათემატიკოსი და საფრანგეთის “მესამე რესპუბლიკის” პრემიერ-მინისტრი - პონ პელვენე(1863-1933 წლები) წერდა:
“იგი ყველაფერს ჩაწვდა მეცნიერებაში.ამასთანავე ღრმად და სრულყოფილად.დაჯილდოებული იყო არაჩვეულებრივი გამომგონებლური ნიჭით.მან არ იცოდა საზღვარი საკუთარი შთაგონებისა.დაუღალავად აპირკეთებდა ახალ გზებს და აბსტრაქტულ სამყაროში მათემატიკისა არა ერთხელ ამოხსნა მანამდე შეუცნობელი მოვლენები ამ დიადი მეცნიერებისა.ყველგან,სადაც შეუღწევია ადამიანურ გონებას,რამდენად რთულიც არ უნდა ყოფილიყო იგი,ყოველთვის მაქსიმალური ძალისხმევით აყალიბებდა ახსნას,იმისა,რაც მანადე უცხო იყო ყველა ჩვენთაგანისათვის.სხვა დიად ფრანგ მათემატიკოსებთან ერთად,ჩვენგან წავიდა ერთადერთი ადამიანი,რომლის გონებამაც მოიცვა ყოველივე,მათ შორის ის რაც შექმნეს სხვა მეცნიერების გონებებმა.ჟიულ ანრი პუანკარემ აღმოაჩინა და შეხედა რაღაც სხვა სიახლეებსა და სიმაღლეებს მეცნიერებაში.იგი შესწვდა მათ და სამარადისოდ დაგვიტოვა კაცობრიობას”. (ავტორი გენია.ჯი)