პოლ ეჟენ ლუი დეშანელი – “საოცარი მოვლენა ფრანგულ პოლიტიკაში”
პოლ ეჟენ ლუი დეშანელი (1855-1922 წლები) – გახლდათ ფრანგი პოლიტიკოსი და საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე ვადით მყოფი პრეზიდენტი (1920 წლის თებერვლიდან – სექტემბრის ჩათვლით) “მესამე რესპუბლიკისა” (პოლიტიკური რეჟიმი საფრანგეთში 1870 წლის 4 სექტემბრიდან – 1940 წლის 22 ივნისამდე).იგი საკმაოდ ექსცენტრიული ხასიათით გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენდა,რამაც არა ერთხელ ჩააგდო უხერხულ სიტუაციებში. 1920 წლის 24 მაისს,მაშინ როდესაც 65 წლის პრეზიდენტი საფრანგეთის დასავლეთით მატარებლით მგზავრობდა,ღამით,”ალკოჰოლით გაბრუებულმა” ვაგონის ფანჯარა ჩამოწია,რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ვაგონის ფანჯრიდან გადავარდა.საბედნიეროდ,მატარებელი ნელა მოძრაობდა და იგი მცირე ტრამვებით გადარჩა.როდესაც რამდენიმე ხნის შემდეგ დეშანელი დაცვამ მოიკითხა,აღმოაჩინა,რომ იგი თავის კუპეში არ იყო და ატყდა კიდეც განგაში. (ავტორი გენია.ჯი) ამ დროს კი საფრანგეთის ექსცენტრიული პრეზიდენტი პიჟამოების ამარა გაუყვა სარკინიზო ხაზს და მიადგა “მონტარჟის” სარკინიგზო სადგურს,სადაც გაოგნებული ფრანგი მოქალაქეები უყურებდნენ “პიჟამოებში” გამოწყობილ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს…
აღნიშნულმა ფაქტმა დეშანელის იმიჯზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია,თუმცა მისი უცნაურობები ამით არ ამოწურულა. 1920 წლის 10 სექტემბერს კვლავ “ალკოჰოლური თრობის” ქვეშ მყოფმა პრეზიდენტმა,გაოცებული მოქალაქეების თვალწინ,”რამბაუიეს” ცნობილ პარკში ტანსაცმლიანმა მოადინა შადრევანში ზღართანი.ეს უკვე მეტის-მეტი იყო და წაუყენეს კიდეც ულტიმატუმი დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა.ულტიმატუმის წაყენებიდან საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა.საფრანგეთის პრეზიდენტის მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე – პოლ ეჯენ ლუი დეშანელმა მხოლოდ 7 თვე და 3 დღე დაჰყო, ანუ 13 დღით მეტი ვიდრე კიდევ ერთმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟან კაზიმირ-პერემ (1847-1907 წლები),რომელმაც ეს თანამდებობა სულ რაღაც 203 დღით შეინარჩუნა.პოლ ეჟენ დეშანელი გარდაიცვალა 1922 წლის 28 აპრილს. (ავტორი გენია.ჯი)