შაპურ ბახტიარის შესახებ…
შაპურ ბახტიარი (1914-1991 წლები),გახლდათ მონარქისტული ირანის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი,რომელიც “ირანის ისლამური რევოლუციის” შემდეგ (1978-1979 წლები) ემიგრირებულ იქნა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში,სადაც 1991 წლის 6 აგვისტოს მოკლული იქნა “ჰეზბოლას” ტერორისტული ორგანიზაციის წევრების მიერ.(ავტორი გენია.ჯი) შაპურ ბახტიარი საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფიის პიროვნება იყო,რომელიც რევოლუციის წინა პერიოდში წერდა:
“თუ კი ყოველი ადამიანი,საკუთარ აზრს ისე დააფიქსირებს,როგორც მას სურს,ამ მოვლენას დემოკრატიას ვუწოდებთ.ხოლო თუ კი ყოველი ადამიანი ისე მოიქცევა,როგორც მას სურს,ამ შემთხვევაში მივიღებ ანარქიაზე უარესს შედეგს.ჩემი აზრით არც ერთი სახელმწიფო ასეთ მოვლენებს არ დაუშვებს,ისევე როგორც ჩვენ ირანში”.
პარიზში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში,შაპურ ბახტიარმა გამოსცა ორი წიგნი სახელწოდებით: “37 დღე 37 წლის შემდეგ” და “Ma Fidelite”,სადაც მან აღწერა მისი პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტები და პოლიტიკური მოვლენები,რომელიც ვითარდებოდა “ირანის ისლამური რევოლუციის” პერიოდში.აღნიშნულმა წიგნებმა უდიდესი ინტერესი დაიმსახურა მკითხველში და დღესაც ერთ-ერთ საინტერესო ნაშრომებს წარმოადგენს,სადაც დაწვრილებით არის აღწერილი “ირანის ისლამური რევოლუცია”. (ავტორი გენია.ჯი)