ჯოვანი ანტონიო ამადეო პლანა
ჯოვანი ანტონიო ამადეო პლანა დაიბადა 1781 წლის 6 ნოემბერს იტალიურ ქალაქ ვოგერაში.იგი გახლდათ დიდი იტალიელი ასტრონომი და მათემატიკოსი.15 წლის ასაკში მშობლებმა გაგზავნეს საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ბაბუასთან,რათა იქ უფრო სიღრმისეულად მიეღო ცოდნა. (ავტორი გენია.ჯი) 1800 წელს ჩააბარა გრენობლის პოლიტექნიკურ სკოლაში,სადაც მისი მასწავლებელი გახლდათ შესანიშნავი ფრანგი-იტალიური წარმოშობის მათემატიკოსი და ასტრონომი – ჟოზეფ ლუი ლანგრანჟი.მან აღნიშნულ სკოლაში იმდენად გააოცა თავისი მასწავლებლები,რომ დიდმა ფრანგმა მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურემ,რეკომენდაცია გაუწია იტალიის ქალაქ პემონტში მდებარე მათემატიკის კათედრაზე არტილერიის სკოლაში ჩაბარებაზე. (ავტორი გენია.ჯი) 1811 წელს პლანამ მოღვაწეობა განაგრძო ტურინის უნივერსიტეტში ასტრონომიის კათედრაზე,სადაც რეკომენდაცია ლანგრაჟმა გაუწია.აღნიშნულ უნუვერსიტეტში კი მას მიენიჭა ასტრონომიის პროფესორის ხარისხი.მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავდა შემდეგ თემებს: მთვარის მოძრაობა,ინტეგრალური გამორიცხვის მეთოდი,ელიპტიკური ფუნქციები,თერმოდინამიკული მოვლენები და გეოდეზია.1820 წელს საფრანგეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ დაჯილდოებულ იქნა ერთ-ერთი პრემიით – “მთვარის მოძრაობის ცხრილის” შექმნისათვის,რომელიც გათვლილი იყო გრავიტაციის კანონებზე.1834 წელს იგი დაჯილდოებულ იქნა “კოპლის მედლით”,ნამუშევრისათვის სახელწოდებით: “Theorie du mouvement de la lune” (თეორია მთვარის მოზრაობისა),რომელზე მუშაობაც 1832 წელს დაასრულა.1844 წელს კი მას მიანიჭეს “ბარონის” ტიტული.80 წლის ასაკში კი იგი ხდება “საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის” სრულუფლებიანი წევრი.ჯოვანი ანტონიო ამადეო პლანა გარდაიცვალა 1864 წლის 20 იანვარს.მისმა შრომებმა კი დიდი გავლენა მოახდინა ასტრონომიის მეცნიერებასა და მათემატიკაში.მის საპატივცემულოდ მთვარეზე მდებარე ერთ-ერთ კრატერს “პლანას” სახელი ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი)