დევიდ ბრიუსტერი

დევიდ ბრიუსტერი დაიბადა 1781 წლის 11 დეკემბერს ჯედბურგში (შოტლანდიაში).იგი გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო შოტლანდიელი ფიზიკოსი,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია,ოპტიკური კანონის – “ბრიუსტერის კანონის” მიღება.სწავლობდა ედინბურგის უნუვერსტეტში,სადაც დაეუფლა თეოლოგიას.სწორედ დევიდ ბრიუსტერი გახლდათ ის პიროვნება,რომელმაც საფუძველი დაუდო “თავისუფალი შოტლანდიური ეკლესიის” დაფუძნებას. (ავტორი გენია.ჯი) გარდა იმისა,რომ იგი თეოლოგი იყო,ამასთანავე წარმოადგენდა ფარმაცევტს,სამართლის დოქტორსა და მცირე ხნით ადვოკატადაც მუშაობდა.თუმცა 1801 წელს მისი დიდი ყურადღება მიქცეულ იქნა ფიზიკის მეცნიერებისაკენ და ძირითადად ოპტიკისაკენ,რომლის შესწავლასაც მიუძღვნა კიდეც თავისი დარჩენილი ცხოვრება.ამავე დროს,მისი ნაშრომები უყურადღებოდ არ დარჩენილა ფიზიკის მეცნიერებაში და მალევე მიანიჭეს ფიზიკის პროფესორის ხარისხი,ხოლო მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა ედინბურგის ცნობილ უნივერსიტეტს “რექტორის” რანგში.1816 წელს მან გამოიგონა კალეიდოსკოპი. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე იგი გახლავთ ავტორი დიდი ინგლისელი ფიზიკოსის – ისააკ ნიუტონის ბიოგრაფიისა.მისი ძირითადი სპეციალიზირება “ოპტიკური მოვლენები” შესწავლა იყო.ამ განხრით კი დევიდმა დიდ წარმატებას მიაღწია და სამუდამოდ უკვდავყო მისი სახელი “ბრიუსტერის კანონის” მიღების შედეგად.დევიდ ბრიუსტერი გარდაიცვალა 1868 წლის 10 თებერვალს.მის საპატივცემულოდ კი ერთ-ერთ მინერალს – “ბრიუსტერის” სახელი უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)