“დილეტანტების საზოგადოება”
“დილეტანტების საზოგადოება” - გახლავთ ბრიტანელი მეცნიერების,ისტორიკოსების,არქეოლოგებისა და სწავლულების მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია,რომელიც მიზნად ისახავდა და ისახავს,ანტიკური ხანის ხელოვნებისა და კულტურის კვლევას,შესწავლას და მისი იდეალების განვრცობას თანამედროვე ხელოვნებაში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ორგანიზაციის დაარსების იდეა ჯერ კიდევ 1732 წელს გაჩნდა,თუმცა ოფიციალურად იგი დაარსებულ იქნა 1734 წელს ლონდონის დაინინგ-კლუბში,ახალგაზრდა ბრიტანელი მეცნიერების მიერ.”დილეტანტების საზოგადოების” ფორმალურ ლიდერად თავდაპირველად მიიჩნეოდა – ფრენსის დეშვუდი (მე-15 ბარონი დესპენსერისა).იმისათვის,რომ ამ ორგანიზაციას დაეწყო კვლევები და ფართოდ შეესწავლათ ძველი ანტიკური ხელოვნება,მიიღეს გადაწყვეტილება,ამ ორგანიზაციის რიგ წევრებს ემოგზაურათ ისეთი დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნებში,როგორებიც არიან: საბერძნეთი,იტალია და სხვა.1751-1753 წლებში,დიდი ბრიტანელი არქეოლოგის ჯეიმზ სტიუარტის (1713-1788 წლები) და ნიკოლას რევეტის ხელმძღვანელობით ათენსი დაიწყო არქეოლოგიური გათხრები,რომლის საბოლოო შედეგები ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა 1761-1794 წლებში გამოცემული ნაშრომების შედეგად,სახელწოდებით “უძველესი ათენი”. (ავტორი გენია.ჯი) 1764-1766 წლებსი აღნიშნული საზოგადოების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა რიჩარდ ჩენდლერმა,არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა ისეთ კომპლექსებსი,როგორიც არის: ბაალბეკი და პალმირა.”დილეტანტების საზოგადოების” მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უდიდესი სამსახური გაუწიეს კაცობრიობას,უფრო ღრმად შეეწავლათ ანტიკური ხანის ყოფა-ცხოვრება.ეს საზოგადოება დღესაც არსებობს და მასში 60 მეცნიერ-ისტორიკოსია გაწვრიანებული,რომლებიც თავის მხრივ კვლავ აქტიურად არიან ჩართული ანტიკური ხანის,ისტორიული კვვლევების ორგანიზება-შესწავლაში და საკმაოდ ძლიერ მეცნიერთა ჯგუფსაც წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი)