გაბრიელ ჯაბუშანური – “იცით,მე ვინ ვარ?”

იცით,მე ვინ ვარ? – რომ არ ვთქვა ბევრი,

მცირე მტვერი ვარ შოთას კალმისა,

გურამიშვილის ვარ ცოტა ცრემლი

და ერთი თასმა ვაჟას ქალმისა…

მე ჭავჭავაძის ვარ სისხლის წვეთი,

ბარათაშვილის ვარ ერთი ოხვრა:

ამიტომ მქვია ალაბათ პოეტი

და მათ მუხლებთან მიხდება მოხვრა…