ჰენრი კავენდიშის ბიოგრაფიიდან…

დიდი ინგლისელი ფიზიკოსი,ქიმიკოსი და ლონდონის სამეფო აკადემიის წევრი - ჰენრი კავენდიში (1731-1810 წლები) საკმაოდ მდიდარი და ეკონომიკურად წელგამართული მეცნიერი გახლდათ.მისი სახელი ხშირად ასოცირდება ქველმოქმედებასთან,რომელსაც იგი დამწყები თაობების განათლების მიღებასა და მათ ფინანსურ დახმარებაზე იყენებდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია,რომ მისთვის საქველმოქმედო საქმეში ფულის ჩადება ერთგვარი სიამოვნება გახლდათ.სტუდენტი რომელიც მასთან ბიბლიოთეკაში დამხმარედ მუშაობდა ურთულესს ფინანსურ სიძნელეებში ჩავარდა.გაიგო რა ჰენრიმ ამის შესახებ,დაუყონებლივ გამოუწერა მას ჩეკი,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს 10 000 ფუნტის ოდენობით,რაც იმ პერიოდისათვის მართლაზ უზარმაზარი თანხა იყო. (ავტორი გენია.ჯი) ანალოგიური ქმედებები მას არაერთხელ ჩაუდენია.მიუხედავად მისი ასეთი ქველმოქმედებისა,იგი არასოდეს ინტერესდებოდა მსოფლიოში შექმნილი ისეთი სიტუაციებითაც კი,როგორებიც იყო საფრანგეთის რევოლუცია და ნაპოლეონის ომები.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ამ უდიდესი მეცნიერის ნაშრომების უმეტესობა საზოგადოებისათვის და სამეცნიერო წრეებისათვის ცნობილი მხოლოდ XIX საუკუნის მხოლოდ მეორე ნახევარში გახდა,მას შემდეგ,რაც დიდმა შოტლანდიელმა ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა ჯეიმს კლერკ მაქსველმა (1831-1879 წლები),არ დაიწყო კავენდიშის არქივების შესწავლა.ჰენრი კავენდაში გარდაიცვალა 1810 წლის 24 თებერვალს ისე,რომ არ დაოჯახებულა.მისი ქონება,რომელიც მან დატოვა 700 000 ფუნტს შეადგენდა (წელიწადში 6000 ფუნტის შემოსავლებით).ცნობილია ისიც,რომ მან ანდერძად დაიბარა ,სადაც დაკრძალავდნენ,ამოექოლათ მისი საფლავი და არ გაეკეთებინათ არავითარი წარწერა ან მითითება,რომ ჰენრი კავენდიში იქ განისვენებდა.იგი დაკრძალულ იქნა დერბიში მდებარე სასაფლაოზე.აღსანიშნავია ისიც,რომ დღემდე არ მომხდარა მისი ცხედრის ზუსტი ადგილის მოძიება და არც ერთი რეალური პორტრეტიც კი არ შემორჩენილა ამ დიდი ადამიანისა. (ავტორი გენია.ჯი)