“გარდაცვალების გასაოცარი მიზეზები”
1. 13 წლის პაკისტანელმა სკოლის მოსწავლემ – კარმან ხანმა,პეშავარში იმის გამო,რომ მშობლებმა ახალი სასკოლო ფორმა,ფინანსური სიდუხჭირის გამო ვერ უყიდა,თავზე ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.იგი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ადგილობრივ ჰოსპიტალში სხეულის 60%-ანი დამწვრობით,თუმცა საუბედუროდ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
2. ცნობილი ამერიკელი ზოოლოგი – ტიმოთი ტრედველი,დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა ფლორისა და ფაუნისადმი.განსაკუთრებით კი დათვების მიმართ.იმისათვის,რომ მას კარგად შეესწავლა დათვების ყოფა-ცხოვრება,მისი სიცოცხლის უკანასკნელი 30 წელი კუნძულ ალიასკაზე,სრულიად მარტომ დათვებთან ერთად გაატარა.ერთ დღესაც,კერძოდ 2003 წელს,დათვებისა და მისი მეგობრობას მაშინ დაესვა წერტილი,როდესაც იგი მის მეირვე “დამეგობრებულმა” დათვებმა ცოცხლად შეჭამეს.
3. 1981 წელს,25 წლის სტუდენტი – რენე ჰარტეველტი,რომელიც პარიზში სასწავლებლად გახლდათ ჩასული,მისივე იაპონელი თანაკურსელის – ისეი საგავას მიერ იქნა მიწვეული სადილზე.მან თანაკურსელის მიწვევა დიდსულოვნად მიიღო.(ავტორი გენია.ჯი) როდესაც რენე თანაკურსელს ეწვია,საუბედუროდ მოკლულ იქნა მასპინძლის მიერ.სადილის “კერძი” კი იაპონელმა კანიბალმა,სწორედ მოკლული რენესაგან დაამზადა.მოგვიანებით – ისეი საგავა,ეტაპირებულ იქნა იაპონიაში,სადაც ფსიქიკური გადახრების გამო,გამოტანილი განაჩენი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს.
4. ცნობილი ამერიკელი ქიმიკოსი,გამომგონებელი და ინჟინერ-მექანიკოსი – ტომას მიჯლი,51 წლის ასაკში დაავადდა პოლიმიოლეტილის დაავადებით,რამაც იგი დააინვალიდა.სწორედ ამ პერიოდში გამოიგონა მან,განსაკუთრებული კონსტრუქციის მქონე,ურთულესი მექანიკური სისტემა საწოლისა,რომელიც მრავალი თოკისა და ბლოკისაგან შედგებოდა.1944 წლის 2 ნოემბერს,55 წლის ასაკში მას აერია მექანიზმში შემავალი თოკების ფუნქცია,რის გამოც საწოლის თოკები ყელზე მოეჭდო და გაგუდა.ფაქტიურად ტომას მიჯლი,მისივე დაპროექტებული საწოლის მსხვერპლი შეიქნა.აღნიშნული მეთოდის საწოლით სარგებლობა საბოლოოდ აკრძალულ იქნა მისი გარდაცვალებიდან,მხოლოდ 30 წლის შემდეგ.(ავტორი გენია.ჯი)
5. გამოჩენილი ამერიკელი კრიტიკოსი,მიმომხილველი და ჟურნალისტი – ალექსანდრე ვულკოტი,1943 წლის 23 იანვარს,”გულის შეტევით” მას შემდეგ გარდაიცვალა,რაც ძალიან ემოციურად და ტემპერამენტულად განიხილავდა საჯაროდ – ადოლფ ჰიტლერის პიროვნების საკითხს.