ბენჯამინ ფრანკლინის შესახებ წერდნენ…

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანის,სახელმწიფო მოხელის,მეცნიერისა და ამერიკის რევოლუციის სულის ჩამდგმელის - ბენჯამინ ფრანკლინის შესახებ (1706-1790 წლები),დიდი ამერიკელი ფსიქოლოგი,პედაგოგი და მწერალი,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია დაფუძნება კომპანია “Dale Karnegie Institute for Effective Speaking and Human Relations” (ინსტიტუტი ეფექტური ორატორული ხელოვნებისა და ადამიანური ურთიერთობებისა) და კომპანია “Dale Karnegie Training”-სა (არ უნდა აგვერიოს ენდრიუ კარნეგისთან, (ავტორი გენია.ჯი) რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ცნობილი “მელონის – კარნეგის უნივერსიტეტისა და ცენტრის” დაარსება) – დეილ ბრეკენრიჯ კარნეგი (1888-1955 წლები),წერდა:

“თუ კი თქვენ გსურთ მიიღოთ ჩინებული რჩევები,იმასთან დაკავშირებით,თუ როგორ უნდა დაამყაროთ ადამიანთან ურთიერთობები,მართოთ საკუთარი თავი და სრულყოთ პირადი ადამიანური თვისებები,აუცილებელია წაიკითხოთ ბენჯამინ ფრანკლინის ავტობიოგრაფია – რომელიც გახლავთ ყველაზე წარმტაცი ისტორია ადამიანური ცხოვრებისა”.
 
საფრანგეთის რევოლუციის ლეგენდარული სულისჩამდგმელი და თანამედროვეებისათვის ცნობილი სახელმწიფო მოხელე,რომელიც ისტორიაში შევიდა,როგორც: “მოუსყიდავი” – მაქსიმილიან რობერსპიერი (1758-1794 წლები),ბენჯამინ ფრანკლინის შესახებ წერდა:
 
“იგი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო სწავლული მეცნიერი და პოლიტიკოსი მსოფლიო ისტორიაში”. (ავტორი გენია.ჯი)