ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის მოგონებებიდან…
“საშინლად მომწონდა იდეა,დაუდევარი და ძალიან ჭირვეული გმირი განმესახიერებინა.ეს სასაცილოს მხდიდა.ეს სწორედ ის ღირსეული სიღარიბე იყო,მოკრძალებული სიღარიბე,კონკის სიღარიბე,რომელიც ბაძავთ მათ,ვისაც უფრო მაღალი მდგომარეობა უკავია.ყველაზე პატარა მომფარდაგებელსა თუ სოდიანი წყლით მოვაჭრესაც უნდა,ელეგანტური და დახვეწილი იყოს.ამიტომაც,როდესაც ძაღლის საბელს წამოვედე და ხელი საფურთხებელში გამეჩხირა,ინსტიქტურად მივხვდი,რა უნდა გამეკეთებინა. (ავტორი გენია.ჯი) შევეცადე,ხელი დამემალა.ყველანი აყვირდნენ – მე კი,უბრალოდ,არ მინდოდა,ეს ვინმეს დაენახა.მაწანწალას სახეზე არასოდეს მიფიქრია.ის მე ვარ,ჩემი კომიკური სული,ის,რაც ჩემში ცხოვრობს და მოითხოვს,გარეთ გამოვუშვა.თავს აბსოლუტურად თავისუფლად ვგრძნობდი… და ეს მშვენიერი იყო!”
“სტუდია “კისტოუნმა” ბევრი რამ მასწავლა,მაგრამ მეც ბევრი ვასწავლე მათ.მაშინ ისინი ცუდად ერკვეოდნენ სამსახიობო ტექნიკაში,ვერ გრძნობდნენ ჟესტის ძალას,რიტმსა და მოძრაობის კანონების,იმ ყველაფრის,რაც თეატრიდან წამოვიღე,არაფერი გაეგებოდათ. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ცუდად იცნობდნენ პანტომიმას. …მათი მიმიკა და ჟესტიკულაცია არც სიფაქიზით გამოირჩეოდა,არც გამომსახველობით და რა გასაკვირია,რომ აქ მე გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში ვიყავი.ამ პირველ ფილმებში ყველა უპირატესობა ჩემს მხარეზე იყო და ვგრძნობდი,გეოლოგის მსგავსად,მადნის ახალ,მდიდარ ძარღვს ვხსნიდი.ეს ნამდვილად ყველაზე საინტერესო პერიოდი იუო ჩემს ცხოვრებაში – მე რაღაც სასწაულის ზღურბლზე ვიდექი”. (ავტორი გენია.ჯი)