ჯორჯ ედვარდსი
ჯორჯ ედვარდსი დაიბადა 1694 წლის 3 აპრილს სტრადფორდში ესექსის საგრაფოში (ინგლისი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ბრიტანელი ბოტანიკოსი და ორნიტოლოგი,რომელსაც დღემდე მოიხსენიებენ,როგორც: “ბრიტანული ორნიტოლოგიის მამა”.ლონდონში შვიდი წლის სწავლის შემდეგ 1716 წელს,დაიწყო მოგზაურობა ევროპის კონტინენტზე.ამავე პერიოდში სრულყოფილად შეისწავლა ბუნებისმეტყველების მეცნიერება.აღსანიშნავია,ის ფაქტიც,რომ ჯორჯი ხატვის საკმაოდ კარგი ნიჭითაც გამოირჩეოდა და თავად ქმნიდა ილუსტრაციებს ამა თუ იმ ცხოველების,ფრინველების და მცენარეებისა.ერთი პერიოდი მუშაობდა ცნობილ ინგლისელ სწავლულ-ნატურალისტთან მარკ კეიტსბისთან. (ავტორი გენია.ჯი) 1743 წელს გამოსცა მისი პირველი ნაშრომი,სახელწოდებით “A Natural History of Birds”.იგი ასევე ავტორია ნაშრომისა,სახელწოდებით “Gleanings of Natural History”,რომელიც სამი ტომისაგან შედგებოდა და გამოქვეყნებულ იქნა 1758-1764 წლებში.ორივე აღნიშნული ნაშრომები შედგება 600-მდე გრავიურით და მასში აღწერილია სხვადასხვა საბუნებისმეტყველო სუბიექტები.მისი უდიდესი შრომების შედეგად იგინ უყურადღებოდ არ დარჩენია “ლონდონის სამეფო საზოგადოებას” და 1750 წელს იგი ამ საზოგადოების სრულუფლებიან წევრადაც იქნა არჩეული.ჯორჯ ედვარდსი გარდაიცვალა 1773 წლის 23 ივლისს.მისი შრომები კი დიდი გავლენის მქონე ნაშრომებად იქცა ბუნებისმეტყველების მეცნიერებაში. (ავტორი გენია.ჯი)