“კოპლის მედალი”
“კოპლის მედალი” - გახლავთ “დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების” უმაღლესი ჯილდო,რომელიც გადაეცემა უდიდესი წარმატებების მიმღწევ,ნებისმიერ სწავლულს მეცნიერებაში.აღნიშნული ჯილდო დაარსებულ იქნა ერთ-ერთი მდიდარი ბრიტანელი მემამულის,მეცნიერების მოყვარულისა და სამეფო საზოგადოების წევრის – სერ ჰოდფრი კოპლის მიერ (1653-1709 წლები).აღნისნულმა პიროვნებამ ანდერძად დატოვა,რომ დაეფუძნებინათ ფონდი,რომლიდანაც შემომავალი პროცენტები ყოველწლიურად გადაცემოდა “სამეფო საზოგადოებას”,რათა ხელი შეეწყოთ სხვადასხვა მეცნიერებების განვითარებაში და მასში უდიდესი წვლილის შემტანების დაჯილდოებაში. (ავტორი გენია.ჯი) გარდა “კოპლის მედლისა” გამარჯვებულ კანდიდატს,ადრეულ წლებში გადაეცემოდათ 100 ფუნტის ოდენობით პრემიაც.დღევანდელი მონაცემებით აღნიშნული ჯილდოს მფლობელი პრემიად 5000 ფუნტ-სტერლინგს იღებს.პირველი აღნიშნული პრემია გადაეცა 1731 წელს,ცნობილ ბრიტანელ სწავლულს სტივენ გრეის (1666-1736 წლები).მეორე პრემიაც 1732 წელს გადაეცა კვლავ სტივენ გრეის.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ “კოპლის პრემია” იშვიათი გამონაკლისების გარდა ყოველ წელიწადს გაიცემა დაარსების დღიდან და მისი ლაურეატები ისეთი დიდი მეცნიერები იყვნენ,როგორებიც არიან: ჯეიმზ ბრედლი,ბენჯამინ ფრანკლინი,ჰემფრი დევი,დიმიტრი მენდელეევი,ჩარლზ დარვინი და სხვა მეცნიერები.ასევე გამოსაყოფი ფაქტია,რომ “კოლის მედლის” მფლობელთა შორის 52 ნობელიანტია და დღითი დღე აღნიშნული პრემია უფრო და უფრო პოპულარობას იძენს სამეცნიერო წრეებში. (ავტორი გენია.ჯი)