ჟანა ბარე – “პირველი მსოფლიო მოგზაური მანდილოსანი”
ჟანა ბარე - დაიბადა 1740 წლის 27 ივლისს საფრანგეთში.მისი სახელი ისტორიაში შევიდა,როგორც ის პირველი მოგზაური ქალბატონი,რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.1766 წელს ჟანა ბარე,რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო,შეიმოსა ვაჟის სამოსით და სახელად ჟანომი დაირქვა.ამასთანავე იგი მოსამსახურედ დაუდგა ცნობილ ფრანგ ბოტანიკოსსა და მკვლევარს – ფილიბერ კომერსონს.რადგან ჟანამ იცოდა რა,რომ აღნიშნული ბოტანიკოსი მალე აპირებდა მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო,ცნობილი ფრანგი მეზღვაურის ლუი ანტუან დე ბუჰენვილის ხელმძღვანელობით,რაც მისი ცხოვრების უმთავრესი კრედო გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ექსპედიციის პერიოდში (რაც ალბათ აღსანიშნავი ფაქტია) იგი ისე იქცეოდა,როგორც ნამდვილი მამაკაცი და არანაირ დაბრკოლებას არ ეპუებოდა და დიდი სიმამაცითაც გამოირჩეოდა.ამავე პერიოდში საკმაოდ კარგად დაეუფლა ბოტანიკის მეცნიერებას.არსებობს ვერსია,რომ ჟანა ბარეს შესახებ,ის რომ იგი ქალი იყო,ტაიტის კუნძულებამდე ვერავინ შენიშნა. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო ტაიტიზე გადასვლის შემდეგ მასში ქალი,ადგილობრივი ტომის ქალბატონებმა ამოიცვნეს.სხვა ვერსიის თანახმად,ბოტანიკოსმა კომერსონმა თავიდანვე იცოდა,რომ მისი მოსამსახურე (შერქმეული სახელით ჟანომი) მანდილოსანი გახლდათ და აღნიშნულ მოგზაურობაში როგორც მისი საყვარელი ისე წაიყვანა (ასეთი როლი გაითამაშეს) და გემზეც იგი მედდის მოვალეობას ასრულებდა.როგორც ხომალდის კაპიტანი ბუჰენვილი თავის დღიურში აღნიშნავდა,მას შემდეგ რაც გამოასკარავდა ,ის რომ იგი მანდილოსანი იყო,ძალიან გაუჭირდა მეზღვაურების მოთოკვა,რადგან ამ მოგზაურობასი ქალის დაშვება მათ ღირსებას შეურაწყოფდა (იმ პერიოდისათვის არც ერთი ქალი ასეთი მოგზაურობისათვის არ დაიშვებოდა).ამავე მიზეზით ჟანა ბარე საბოლოოდ მავრიკიის ერთ-ერთ კუნძულზე ჩამოსვეს.საიდანაც იგი სამშობლოში (საფრანგეთში) სხვა ხომალდით დაბრუნდა.მსოფლიო გეოგრაფიის ისტორიაში პირველი ქალი – ჟანა ბარე,რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა გარდაიცვალა 1807 წლის 5 აგვისტოს.მისი სახელი კი სამუდამოდ დამკვიდრდა გეოგრაფიის ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)