“ბურუნდი”
“ბურუნდი” - ოფიციალური სახელწოდება “ბურუნდის რესპუბლიკა”.სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში,რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რუანდა,სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ტანზანია,ხოლო დასავლეთიდან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.ქვეყანას ზღვაზე გასასვლელი არ აქვს,სამაგიეროდ სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ყველასათვის ნაცნობი ტანგანიიკას ტბა.ბურუნდის დედაქალაქია ბუჟუმბურა (374 766 მაცხოვრებლით).ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 8,988,091 ადამიანს,რაც სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან მას 89 ადგილზე აყენებს მსოფლიოში.ბურუნდის ტერიტორია კი შეადგენს 27,830 კვადრატულ კილომეტრს,რაც სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან 145-ე ადგილზე აყენებს.ქვეყნის მოსახლეობის 80% ცენტრალური აფრიკის ხალხი – ხუტუ წარმოადგენს,16% ტუტსია,2% ლინგალა და ასე შემდეგ.ოფიციალური ენები კი ფრანგული და რუნდია.მოსახლეობის 67% ქრისტიანია,მათ შორის კათოლიკეები და პროტესტანტები.10% ისლამის მატარებელია,ხოლო 23% კი ადგილობრივიძველი რელიგიური კულტის მატარებელია.ბურუნდის ეროვნულ ვალუტას “ბურუნდის ფრანკი” წარმოადგენს.პირველი კონსტიტუცია ქვეყანამ 1981 წელს მიიღო,თუმცა იგი შეცვლილ იქნა 1992 წელსა და 2005 წლებში და იგი წარმოადგენს ქვეყნის უზენაეს დოკუმენტს. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება თავმოყრილია პრეზიდენტის ხელში,რომელსაც ირჩევენ საყოველთაო არჩევნებით 5 წლის ვადით,არა უმეტესს ორი არჩევანისა.იგია ასევე ბურუნდის უმაღლესი მთავარსარდალი და გარანტი ქვეყნის ერთიანობისა.საკანონმდებლო ორგანო წარმოდგება ორპალატიანი პარლამენტისგან (ეროვნული ასამბლეა და სენატი),რომელთაც ირჩევენ 5 წლის ვადით.ეროვნული ასამბლეა პარლამენტში წარმოდგენილია 100 დეპუტატით,ხოლო სენატორთა რაოდენობა 49 წევრისაგან შედგება.ბურუნდის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირება დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის კონსტიტუციაზე.დღესდღეობით ქვეყანაში 23 პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული,თუმც უმთავრესს პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ: “პროგრესის ეროვნული პარტია” და “ერთობა”.ბურუნდის უძველესი ისტორია,არც თუ ისე სახარბიელოდ არის შესწავლილი,პირველი ადგილობრივი მოსახლეობა პიგმეები იყვნენ,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 1000 წელს.XV-XVI საუკუნეებში ქვეყანაში შევიდა ცენტრალური აფრიკის ერთ-ერთი ხალხი ტუტსები.XVII საუკუნეში ბურუნდის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ფეოდალური სამეფო “ბურუნდი”.XIX-XX საუკუნეებში ბურუნდიში მიმდინარეობდა შინაომები და შინააშლილობა.პირველი ევროპელი,რომელმაც თანამედროვე ბურუნდიში იმოგზაურა,გახლდათ ჯონ ჰანინგ სპიკი და რიჩარდ ბიორტონი 1858 წელს.1890 წელს ბურუნდი გერმანიის კოლონია ხდება,ხოლო პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ იგი ბელგიის მმართველობის ქვეშ გადადის.საბოლოო ჯამში ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1962 წლის 1 ივლისს გამოაცხადა,როგორ დამოუკიდებელი ბურუნდის სამეფო.ბურუნდის ტერიტორია ძირითადად შედგება ზეგანისაგან,მის დასავლეთის მდებარეობს მერიდიანული მთათა სისტემა.ზეგანის საშუალო სიმაღლე 1525-2000 მეტრი სიმაღლეა ზღვის დონიდან.ქვეყნის უმაღლესი წერტილი ხეხას მთებია,რომლის მაქსიმალური სიმაღლეც 2760 მეტრია ზღვის დონიდან.ბურუნდის კლიმატი ძირითადად ტროპიკულია.ქვეყნის უმთავრესი მდინარეებია: რუზიზი,მალაგარასი და რუვუვუ. (ავტორი გენია.ჯი) რაც შეეხება ფლორასა და ფაუნას,ბურუნდი ამ მხრივ ძალიან მდიდარი ქვეყანაა,აქ შეიძლება შევხვდეთ სპილოებს,ჰიპოპოტამებს,ნიანგებსანტილოპებსა და სხვა მრავალი სახეობის ცხოველსა თუ ფრინველს.ტანგანიიკას ტბა კი მდიდარია სხვადასხვა,დაახლოებით 130-მდე სახეობის თევზით.ბურუნდიში მდებარეობს “კიბირასა და რუვუბუს ეროვნული პარკები”.ეკონომიკური თვალსაზრისით ბურუნდი ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანას წარმოადგენს.იგი ძირითადად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე,რადგან ადგილობრივი საწარმოების რაოდენობა ძალიან მცირეა.ექსპორტზე ქვეყანას გააქვს: ყავა,ტყავი და ქურქი.მისი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორები კი არიან შვეიცარია,დიდი ბრიტანეთი,რუანდა და სხვა რიგი ქვეყნები.ბურუნდი გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სრულუფლებიანი წევრი ქვეყანაა. (ავტორი გენია.ჯი)
ბურუნდის ეროვნული გერბი
ბურუნდის დედაქალაქი – ბუჟუმბურა
ბურუნდის პოლიტიკური რუკა