“აჰურამაზდა”

“აჰურამაზდა” - მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც: “ორმაზდი” ან “ორმუზდი”.იგი წარმოადგენდა ძველსპარსული მითოლოგიის უმაღლესს (უზენაესს) ღვთაებას,ზოროასტრიული და აქემენიდთა პანთეონისა,რომლის სახელი წარმოდგებოდა ავეტური სახელწოდებისაგან და აღნიშნავდა “ბრძენ ბატონს”.ზოროასტრიული წმინდა ტექსტების “ავესტას” მიხედვით იგი გახლდათ უსაწყისო შემოქმედი უსასრულო სამყაროში და უზენაესი შემქმნელი ამავე სამყაროსი.ამასთანავე იგი იყო შემქმნელი ნებისმიერი ნივთისა და მომნიჭებელი ნებისმიერი სიკეთისა დედამიწაზე.”აჰურამაზდა” მოითხოვდა მის მიმართ ლოცვას წარმოთქმულს “წმინდა ცეცხლის” წინ. (ავტორი გენია.ჯი) რაც შეეხება მსხვერპლთშეწირვას,მას შესწირავდნენ,მხოლოდ და მხოლოდ ჰაომის რძიან სოკს (ღვთაებრივ ჰალუცინოგენურ სასმელს).ზარათუშტრას სწავლების მიხედვით “აჰურამაზდა” გახლდათ შუამავალი მიწასა და ზეცას შორის და მოსამართლე ადამიანთა უკანასკნელი საშინელი სამსჯავროსი.”აჰურამაზდას” შესახებ უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს,რომლების მიხედვითაც მისი სტიქია ცეცხლი იყო,ამასთანავე იგი მამა გახლდათ შედარებით დაბალი წარმომადგენლობითი ღვათაებებისა: აშის,მიტრის,რაშნუსა და სტრაოშის.სხვადასხვა ანტიკური წერილობითი წყაროების მიხედვით იგი ყოვლისშემძე უზენაესი ღმერთი იყო. (ავტორი გენია.ჯი) სპარსეთის ლეგენდარული მეფის დარიოს I-ის წერილობითი წყაროს მიხედვით,იგი “აჰურამაზდა”-ს შემდეგი სიტყვებით ახასიათებდა: “დიადი ღმერთი – აჰურამაზდა არის ის,რომელმაც შექმნა სამყარო,რომელმაც შექმნა ზეცა,რომელმაც შექმნა ადამიანი,რომელმაც შექმნა ბედნიერება ადამიანთათვის და რომელმაც გახადა ღირსი დარიოს I მეფედ ეკურთხებინა”.”აჰურამზადა გამოსახული იყო მრავალ რელიეფსა თუ ბარელიეფზე,როგორც  ”ყოვლისშემძლე”.აღსანიშნავია ისიც,რომ “აჰურამზადა” მრავალი აღმოსავლური ლიტერატურული ნაწარმოების მთავარი პერსონაჟიც გახლავთ. (ავტორი გენია.ჯი)