შოთა ნიშნიანიძე – “მისი ცხოვრება ცირკი იყო”
მისი ცხოვრება ცირკი იყო,ნამდვილად ცირკი,
ყველა უფრთხოდა მის მოწამლულ ენას და ქირქილს.
და როგორც იქნა,კომედიის გათავდა ფირი,
რომლის კადრები ტრაგედია იყო მეტწილად.
და მხოლოდ ერთხელ,მხოლოდ ერთხელ აუკრეს პირი,
რომ ცოცხლებისთვის სიკვდილშიაც არ დაეცინა.