იცით თუ არა,რომ
1. ერთ-ერთ უდიდესს და უძველეს ბრიტანულ ენციკლოპედიაში “Encyclopaedia Britannica”-ში,რომელიც გამოცემულ იქნა 1768 წელს,ადამიანთა მოდგმა შემდეგ ნაწილებად იყო დაყოფილი: ამერიკელები,ევროპელები,აზიატები,აფრიკელები და მონსტრები.
2. დანიის სამეფოში,სამეფო ტახტზე მხოლოდ ორი მამრობითი სქესის სახელის მქონენი ადიან,ეს სახელებია: ფრედერიკი და კრისტიანი.ამიტომ იმ პრინცებისათვის,რომლებიც სამეფო ტახტის მემკვიდრეები არიან,მიუღებელია სხვა სახელის დარქმევა. (ავტორი გენია.ჯი)
3. პეკინესის ჯიშის ძაღლები,როგორც ცნობილია ჩინეთის საიმპერატორო სასახლის ძაღლებად იყო ცნობილი და მათ ემსახურებოდათ საკუთარი მედდა,საჭურისი და პირადი მცველი,რათა დაეცვათ სხვა ძაღლებისაგან.
4. პირველი ლიფტი ლუფრის სესანიშნავ სასახლეში დამონტაჟებულ იქნა 1743 წელს და მისით პირველად ისარგებლა საფრანგეთის მეფემ ლუი XV-მ.მიზანი კი ლიფტის დამონტაჟებისა გახლდათ ის,რომ მეფეს თავისუფლად შეძლებოდა მიახლოებოდა მადამ დე შატორუს ოთახს,რომელიც ზემოთა სართულზე იყო განთავსებული.
5. ჩინეთში ქრისტიანული რელიგია VII საუკუნეში შევიდა.
6. ყველაზე ძვირადღირებულ “კბილად”,რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა გახლავთ,დიდი ინგლისელი ფიზიკოსის ისააკ ნიუტონის კბილი,რომელიც 1816 წელს ერთ-ერთ აუქციონზე 730 ფუნტად გაიყიდა (დღევანდელი კურსით 3241 დოლარად).
7. გერმანელთა მიერ,მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი რაკეტა “ფაუ 2″,გახლავთ პირველი ხელოვნური ობიექტი,რომელმაც კოსმოსურ საზღვრებს მიაღწია 1944 წელს.აღნიშნული რაკეტა ზეცაში 188 კილომეტრის სიმაღლეზე აიჭრა.
8. უდიდესი ინდოელი მათემატიკოსი სრინივასა რამანუჯან აიენგორი (1887-1920 წლები),ირწმუნებოდა,რომ ყველა უდიდესი აღმოჩენა რაც კი მან გააკეთა სიზმარში მიაწოდა ინდურმა ღვთაება – ნამაგირიმ.
9. ბრიტები ადრეულ წლებში იმ ავადმყოფებს,რომელთა გამოჯანმრთელების იმედიც არ არსებობდა,კლდიდან ყრიდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
10. XVI საუკუნის ჩინეთში თვითმკვლელობის ყველაზე მიღებულ ფორმად – მარილის უზომოდ ჭამა იყო გავრცელებული.