ვლად III ცეპეში (დრაკულა) – “ეპიზოდი”
ვლახეთის მმართველი და საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული პიროვნება - ვლად III ცეპეში (1431-1476 წლები),იგივე “დრაკულა”,რომელიც თარგმანით აღნიშნავს “დრაკონის ძეს”,უამრავი ლეგენდის,მითისა და რეალური ისტორიების შემოქმედია.მის ბიოგრაფიაში კი ყოველივე ერთმანეთში მისტიურად არის დაკავშირებული და მისი სახელი ნებისმიერ ადამიანში უარყოფითი ემოციის აღმძვრელია.ამ პოსტში შემოგთავაზებთ,რეალურ პატარა ისტორიას,რომელიც მის სახელს უკავშირდება. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ როდესაც ვლადმა 1448 წელს იგდო ძალაუფლება ხელში,თავისთან მიიწვია 500 წარჩინებული ვლახი ბოიარი,რომლებთანაც ნადიმის შემდეგ,თითოეულს დაუსვა შეკითხვა,თუ რამდენი მმართველი ახსოვდათ მათ.აღნიშნული 500 ბოიარიდან ყველაზე უმცროსსაც კი ასაკით 7 მმართველის სახელი მოაგონდა და შესაბამისად მასზე უფროსი ასაკის მქონეთ,ბევრად მეტი მმართველის სახელი დაასახელეს. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ამის შემდგომ,თავისი სისასტიკით ცნობილმა “დრაკულამ”,ბრძანა 500-ვე ბოიარი ძელებზე გაესვათ მთავარ ქალაქ ტირგოვიშტეში,იმის საპასუხოდ,რომ იმ დღიდან ყველა მაღალი წრის წარმომადგენლისათვის და თავადისათვის სახსენებლად მხოლოდ ერთადერთი და პირველი მმართველი თავად ყოფილიყო.”დრაკულასთან” დაკავშირებით ცნობილია ასევე კიდევ ერთი ისტორია,კერძოდ: სადილად მან მიიწვია ორი ბერი,რომელთაც სადილობისას დაუსვა შეკითხვა,თუ რას ფიქრობდა ხალხი მის მმართველობის სტილზე.ერთმა ბერმა მიუგო,რომ მას ხალხი აუგად მოიხსენიებდა და მისი მმართველობის სტილიც შესაბამისად აღშფოთებას იწვევდა მოსახლეობისა.ხოლო მეორე ბერმა კი მიუგო,რომ მოსახლეობა მას განმათავისუფლებლად და სამართლიანად მოიხსენიებდა.ამ ისტორიის ფინალის გერმანული ვერსიის თანახმად “დრაკულამ”,ბერი რომელმაც სიმართლე უთხრა იმის გამო დასაჯა,რომ მისი პასუხი არ მოეწონა,ხოლო მეორე ბერი კი იმისათვის,რომ აშკარად ატყუებდა მას. (ავტორი გენია.ჯი)