ჯონ ობრი
ჯონ ობრი - დაიბადა 1626 წლის 12 მარტს.იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ინგლისელი მწერალი და ანტიკვარი,რომელმაც სახელი დაიმკვიდრა,როგორც გამოჩენილი ინგლისელი საზოგადო მაღვაწეების ბიოგრაფმა.ამასთანავე იგი გახლდათ პირველი ინგლისელი მკვლევარი,რომელიც იკვლევდა ძველ ბრიტანულ სიძველეებს და მათ შორის სახელგანთქმულ “სტოუნჰენჯს”.დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი.მუშაობდა სასამართლოში რწმუნებულად.მოგზაურობდა ძალიან ბევრს ინგლისსა და რიგ ევროპის ქვეყნებში,სადაც იკვლევდა და იძენდა ამა თუ იმ ქვეყნის სიძველეებს.1663 წელს არჩეულ იქნა “სამეფო საზოგადოების” სრულუფლებიან წევრად.მის უამრავ მეგობრებს შორის იყვნენ ისეთები,როგორებიც არიან დიდი ინგლისელი მათემატიკოსი და არქიტექტორი კრისტოფერ რენი და დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი ტომაზ ჰობზი. (ავტორი გენია.ჯი) თავისი სიცოცხლის მანძილზე გამოაქვეყნა მხოლოდ ერთადერთი წიგნი 1696 წელს,სახელწოდებით: “ნარევი”.ჯონ ობრი გახლდათ პირველი ინგლისელი მკვლევარი,რომელმაც ჩაატარა მეცნიერული კვლევა “სტოუნჰენჯისა”.არქეოლოგიური გათხრებისას სტოუნჰენჯზე,მასიური ქვების ირგვლივ აღმოჩენილ იქნა ორმოები,რომელთაც მოგვიანებით “ობრის ღრმულები” ეწოდა მის საპატივცემულოდ,მათი რაოდენობა კი სულ 56-ია.1667 წელს ისტორიკოსს ენტონი ვუდის შეკვეთისთ დაიწყო ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ბიოგრაფიების შეგროვება.აღნიშნული კრებულები პირველად გამოქვეყნებულ იქნა მხოლოდ და მხოლოდ 1813 წელს და გამოცემულ იქნა ორ ტომად.ჯონ ობრი გარდაიცვალა 1697 წლის 7 ივნისს.მან კი სახელი დაიმკვიდრა ისტორიაში,როგორც პირველმა მეცნიერმა-მკვლევარმა,რომელმაც გამოიკვლია “სტოუნჰენჯი” და პირველმა ინგლისელმა მწერალმა,რომელმაც შეადგინა იმ დროინდელი დიდი ბრიტანელების ბიოგრაფიები. (ავტორი გენია.ჯი)