“უნიკალური ფოტო”

“…ჩვენ ვალდებული ვართ ვიცოდეთ არა მარტო ის,თუ როგორ იქმნებოდა შრომები უდიდესი კორიფეებისა მეცნიერებაში,არამედ ისიც თუ ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ ეს ადამიანები.რომელთაც რამდენი ძალა,ენერგია,ჯანმრთელობა და ნერვები გაიმეტეს იმისათვის,რომ დღეს ჩვენ გვცოდნოდა კანონები და ფორმულები მეცნიერებებისა.უნდა ვიცოდეთ თუ როგორ უარობდნენ ყოველგვარ კეთილდღეობას,ბედნიერ ცხოვრებას იმისათვის,რომ აღმოეჩინათ ჭეშმარიტება და კვდებოდნენ ისე,რომ სულის ბოლო ამოსვლამდე ამტკიცებდნენ თავიანთ დებულებებს.ამიტომ არიან ისინი დიადი ადამინები,მათ გაწირეს ჯანმრთელობა,ბედნიერება და სიცოცხლეც კი იმისათვის,რომ ჩვენთვის სინამდვილე მიღწევადი ყოფილიყო”. (ავტორი გენია.ჯი)

აღნიშნული ფოტო მართლაც უნიკალური ფოტოა იმ გაგებით,რომ მასზე გამოსახული არიან XX საუკუნის გენიოსები,სწორედ ის ადამიანები,რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.რომელთაც შეცვალეს კაცობრიობის ხედვები და მეცნიერება უმღლეს საფეხურზე აიყვანეს.ფოტო გადაღებულ იქნა 1927 წელს სოლვეისკის კონფერენციაზე და მასზე გამოსახული არიან:

1. ალბერტ აინშტაინი.

2. ნილს ბორი.

3. მარია კიური.

4. ერვინ შრედინგერი.

5. ვერნერ ჰაიზენბერგი.

6. ვოლფგანგ პაული.

7. პოლ დირაკი.

8. ლუი დე ბროილი და სხვები

აღნიშნულ ფოტოზე გამოსახული გენიოსების უმეტესობა “ნობელი პრემიის” ლაურეატები არიან სხვადასხვა მეცნიერების დარგებში.მართლაც საოცარი ფოტოა,ამდენი გენიოსი ერთად თავშეყრილი და ერთადვე ფოტოზე გამოსახული უიშვიათესი მოვლენაა. (ავტორი გენია.ჯი)