“სოფისტები” – ეპიზოდი

“სოფისტები” - ფართო გაგებით მახვილგონიერ,პრაქტიკულად გაწაფულ,მოხერხებულ ადამიანებს წარმოადგენდნენ.მიუხედავად იმისა,რომ მათ “ცრუბრძენებად” მოიხსენიებდნენ,”სოფისტების” რიგებში იყვნენ ისეთი გენიოსები,როგორებიც იყვნენ: პროთაგორა,ანტიფონტე,გორგია და სხვები.აღსანიშნავი ფაქტია ის,რომ “სოფისტები” არ წარმოადგენდნენ ერთობლივ ჯგუფს არც პოლიტიკურ-სოციალური პლატფორმით და არც ძველბერძნული ფილოსოფიური მიმდინარეობით,როგორც სხვა ფილოსოფიური ჯგუფები.მათ შორის უამრავი განსხვავებული აზრი დომინირებდა. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად: თუ კი პროთაგორა მხარს უჭერდა მონათმფლობელურ დემოკრატიას,მეორე სოფისტი კრიტიოსი დემოკრატიის დაუძინებელი მტერი გახლდათ.თუ კი პროთაგორა დასცინოდა ჰერაკლიტე ეფესოელის იდეებს,გორგია და ანტიფონტე დასცინოდა,საერთოდ ელიურ სკოლას.ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნიდანსოფისტებს ძალიან გაუტყდათ სახელი,რადგან ჭესმარიტების ძიებაზე აიღეს ხელი და თავიანთი პრაგმატული მიზნით სასარგებლო შეხედულებების მოჩვენებითი გამართლება დაიწყეს.ამ მოვლენამ “სოფისტების” იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა და მათთან ბრძოლას სათავეში პლატონი და სოკრატე ჩაუდგა.დიდმა არისტოტელემ კი სოფისტიკას “მოჩვენებითი სიბრძნე” უწოდა,ხოლო სოფისტებად მოიხსენიებდა იმათ: “ვინც იცოდა თუ როგორ მოეგო ფული”. (ავტორი გენია.ჯი)