ანტონ ჩეხოვის შესახებ…

1. ცნობილ რუს მწერალს – ანტონ ჩეხოვს (1860-1904 წლები),იმდენად არ უყვარდა წერა საკუთარ თავზე და მისსავე შემოქმედებაზე,რომ განაცხადა კიდეც: “მე მაწუხებს ავადმყოფობა,რომელსაც სახელად ეწოდება: ავტობიოგრაფოფობიაო”.

2. 1880 წელს ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა თხზულება სახელწოდებით: “წერილი სწვლულ მეზობელს”,რომლის ჰონორარიც 5 კაპიკს შეადგენდა ერთ პწკარში,რაც ძალიან მოკრძალებული ჰორონარი იყო,თუმცა 1904 წელს,უკვე საკმაოდ ცნობილ მწერალს გამომცემლობა “ცოდნამ”,ჩეხოვის შესანიშნავ ნაწარმოებში “ალუბლის ბაღი” 5000 მანეთი გადაუხადა,რაც იმ დროისათვის კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)

3. 1908 წელს ანტონ ჩეხოვის პირველი ქანდაკება გაიხსნა გერმანიის ქალაქ ბადენვაილერში,სადაც გარდაიცვალა მწერალი 1904 წლის 15 ივლისს.თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს მისი ბრინჯაოს ქანდაკებას გაუკეთეს დემონტაჟი და გადატანილ იქნა ერთ-ერთ გერმანულ სამხედრო ქარხანაში,გადასამუშავებლად სამხედრო საჭიროებისამებრ.

4. ანტონ ჩეხოვი არა მარტო მწერლობითა და ლიტერატურული ცხოვრებით იყო დაკავებული,არამედ ერთ-ერთი უდიდესი “ფილატელისტიც” გახლდათ.მის “სამარკო ალბომებში”,უამრავი ძვირფასი მარკები ინახებოდა: გერმანიიდან,საფრანგეთიდან,ამერიკიდან,იაპონიიდან,შვედეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. (ავტორი გენია.ჯი)