ადოლფ ჰიტლერის წიგნიდან – “ჩემი ბრძოლა”
“ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ,როდიდან მიიღო სიტყვამ “ებრაელი” ჩემთვის სპეციალური მნიშვნელობა,სახლში,მამაჩემის სიცოცხლეში,ეს სიტყვა არც გამეგონა.უკვე მოზრდილს რეალურ სასწავლებელში მყავდა ერთი თანაკლასელი ებრაელი.თავიდან ჩვენ,ბიჭები,მას თავაზიანად ვეპყრობოდით,მაგრამ ახლოს გაცნობის შემდეგ უნდობლობა დაგვეუფლა მისდამი.14 ან 15 წლისა ვიქნებოდი,როდესაც სიტყვა “ებრაელის” პოლიტიკური მნიშვნელობა შევიტყვე.მას შემდეგ ამ სიტყვისადმი ანტიპათიურად განვეწყვე.ლინცში,სადაც ბავშვობა გავატარე,ძალზე ცოტა ებრაელი ცხოვრობდა; ებრაელთა ძირითად მასას მოცილებულნი იყვნენ და ჩვეულებრივი ევროპელების ცხოვრებით ცხოვრობდნენ.მე მათ სულაც გერმანელებად ვთვლიდი. (ავტორი გენია.ჯი)
ამ შეხედულების შეუსაბამობას ვერც ვხვდებოდი,ვიდრე ყურადღება არ მივაქციე ჩვენს შორის არსებულ მკვეთრ რელიგიურ სხვაობას.მაგრამ რწმენის გამო მათი დევნის იდეაც კი საშინელებად მიმაჩნდა.
ვენაში,სადაც ბედნიერების საძებრად ჩავედი,ებრაელები თავიდან ნაკლებად მეჩხირებოდნენ თვალში,თუმცა იქ 200 ათას სულს ითვლიდნენ.ორმილიონიანი მოსახლეობის მასაში ისინი სრულიად გათქვეფილნი ჩანდნენ.
ვერ ვიტყვი ჩემი და ებრაელების გაცნობა სასიამოვნო გარემოებათა გამო მომხდარიყოს.თავდაპირველად ებრაელებში მხოლოდ განსხვავებული რწმენის ხალხს ვხედავდი და რელიგიური შეხედულებების გამო მათ შევიწროებას აღშფოთებით ვხვდებოდი.ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს,რომ ის ტონი,რომლითაც ვენის ანტისემიტური პრესა წერდა,მე დიდი კულტურული ტრადიციების მქონე ერისათვის შეუფერებლად მიმაჩნდა.
გაზეთები,რომლებიც ანტისემიტურ კამპანიას ეწეოდნენ ცუდი რეპუტაციით სარგებლობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ჩემი შეხედულებანი ებრაელებზე ამ გაზეთებიდან დამოუკიდებლად ჩამომიყალიბდა.
ვცხოვრობდი ვენაში და დიდი ინტერესით ვსწავლობდი პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს.
ერთხელ ქალაქში სეირნობისას,ვიღაც კაცს გადავაწყდი,რომელსაც გრძელი ხიფტანი ეცვა და შავი ხუჭუჭა თმა ჰქონდა.
თავში დამკრა;
- ალბათ ეს არის ნამდვილი ებრაელი!
ყურადღებით შევათვალიერე ეს კაცი და თანდათან განმიმტკიცდა რწმენა,რომ ის ნამდვილად არ იყო გერმანელი.ჩემი ეჭვების გასაფანტავად წიგნებს მოვკიდე ხელი.ასე მოხვდა პირველად ჩემს ხელში ანტისემიტური ბროშურა.სამწუხაროთ ისინი ვერ სწვდებოდნენ ებრაული საკითხის არსს,რადგან განკუთვნილნი იყვნენ გაუთვითცნობიერებელი მკითხველისათვის და ემყარებოდნენ სულელურ შეხედულებებს.
ებრაული საკითხი მთელი თავისი გრანდიოზულობით მწვავედ იდგა ჩემს წინაშე.გამიჩნდა მტანჯველი შიში,რომ რაიმე შეცდომა არ დამეშვა და ისევ განვაგრძე ჩემი “ძიება”.
უკვე აღარ ვეჭვობდი,რომ ძირითადი მიზეზი იყო არა რელიგიური,არამედ რასობრივი მტრობა.ებრაული საკითხით დაინტერესების შემნდეგ,ვენა სრულიად სხვა თვალით დავინახე.
სადაც არ უნდა შესულიყავი,ყველგან ებრაელს გადააწყდებოდი და რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი მათ,მით უფრო მეტად მანცვიფრებდა ჩვენს შორის არსებული სხვაობა.
იმ დროს,როდესაც მე,თავს ვიმტვრევდი თუ რას წარმოადგედა ეს ხალხი - დაიწყო მოძრაობა! რომლის გამოძახილი ვენასაც მძლავრად მისწვდა.ეს იყო “სიონიზმი”,რომელმაც გამოამჟღავნა ებრაელობის ეროვნული ხასიათი.გარედან ასე მოსჩანდა,თითქოს სიონიზმის იდეებს,ებრაელთა უმეტესობა არათუ იზიარებდა,არამედ გმობდა კიდეც.
ამ საკითხით დაინტერესებული პირი,სულ იოლად გაიხლართებოდა სპეციალურად შექმნილ ცრუ თეორიებსა და პრინციოპების აბლაბუდაში.
ასე მაგალითად,”ლიბერალი ებრაელები” გმობდნენ სიონისტებს მათი დოქტრინის “არაპრაქტიკულობის” გამო,რომელიც მათი აზრით,დროთა განმავლობაში,შეიძლება “სახიფათოც” კი გამხდარიყო მთელი ებრაელობისთვის.
მაგრამ შინაგანი კავშირი ამ ჯგუფებს შორის კვლავაც მყარი იყო.
კარგად დავაკვირდი სიონისტებისა და ლიბერალების უთანხმოებას და მივხვდი,რომ ეს ფიქცია იყო.როდესაც შევიტყვე თუ რა მუშაობას ეწევიან ებრაელები პრესაში,ხელოვნებასა და ლიტერატურაში იუდაიზმმა ჩემს თვალში საბოლოო სახე მიიღო.
საკმარისი იყო თვალი შეგევლო თეატრისა და კინოს აფიშებისათვის,გენახა თუ როგორი დრამებითა და ტრაგედიებით რყვნიდნენ საზოგადოებას ებრაელი ავტორები,ეს კი საკმარისი იყო,რომ ანტიპათიით განმსჭვალულიყავი მათდამი.
სულიერი ბაცილა,რომელსაც ისინი ავრცელებდნენ,შავ ჭირზე საშიში იყო.
საზღვარგარეთული გაზეთების ყურადღებით თვალიერებაც დავიწყე და ლიბერალური ტენდენციები სრულიად სხვა კუთხით დავინახე.
თავდასხმებზე მათი თავშეკავებული პასუხი ან სულაც იგნორირება,ეშმაკურ ფანდად მეჩვენა.
ბრწყინვალე თეატრალური კრიტიკოსები ხოტბა-დიდებას ასხამდნენ ებრაელ ავტორებს და მიწასთან ასწორებდნენ მათ გერმანელ კოლეგებს.
კაიზერ ვილჰელმისადმი ნასროლმა შხამიანმა ისრებმა და ფრანგული კულტურის განდიდებამ,ებრაელთა გავლენის ქვეშ მყოფი პრესისადმი მტრულად განმაწყო.
ახლა როდესაც მივხვდი,რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის სულისჩამდგმელები ებრაელები არიან,ჩემი ხანგრძლივი სულიერი ბრძოლა დამთავრდა,თვალთაგან ლიბრი ჩამომცილდა.
ბოლოს და ბოლოს დავრწმუნდი,რომ არც ერთი გაზეთი,რომელთანაც ვინმე ებრაელს რაიმე შეხება ჰქონდა,არ შეიძლება ყოფილიყო ნაციონალისტური იმ აზრით,როგორც ეს მე მესმოდა.
რაც შეეხება მარქსისტულ პრესას,იქ,დაწყებული რედაქტორიდან,დამთავრებული უმცროს თანამშრომლამდე,ყველანი ებრაელები იყვნენ.
რაც უფრო ვინტერესდებოდი მათი საქმიანობით,მით უფრო მიმტკიცდებოდა რწმენა,რომ არ ვცდებოდი.
ებრაელები დომინირებდნენ რაიხსტაგში.მუშათა კავშირებში,თავჯდომარეობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს.იყვნენ ქუჩის აგიტატორები.
ყოელივე ამან ბოლოს და ბოლოს დამარწმუნა,რომ – “ებრაელები არასოდეს გაგერმანელდებოდნენ”.
ამან მიმიყვანა იმ აზრამდე,რომ ისინი ერის განმხრწნელ ელემენტებს წარმოადგენდნენ.
რაც უფრო მეტად ვინტერესდებოდი ებრაელებით,მით უფრო ვერკვეოდი მათ თავისებურებებში.
ასე მაგალითად: დისპუტებში ყოველთვის ოპონენტის სიბრიყვეზე თამაშობდნენ,მაგრამ თუ ეს ხერხი არ გაუვიდოდათ,თვითონ მოგაჩვენებდნენ თავს სულელებად და თუ აქაც ვერ გაგაცურებდნენ,უბრალოდ სხვა თემაზე გადახტებოდნენ.თუ მსმენელთა გულს ვერ მოინადირებდნენ,მეორე დღეს სრულიად საწინააღმდეგოს ქადაგებას მოჰყვებოდნენ და კრიტიკის ქარცეცხლს დაატეხენ იმ იდეებს,გუშინ თავად რომ იცავდნენ.მათმა დამახასიათებელმა ქვეგამხედვარობამ,მოხერხებულობამ და ცბიერებამ,საბოლოოდ შემაძულა ეს ხალხი.
ამ სიძულვილს თავისი დადებითი მხარეც გააჩნდა.რადგან რაც მეტად ვიძულებდი მათ,მით მეტად ვიმსჭვალებოდი ჩემი ხალხის სიყვარულით.
ებრაელთა გაგება ნიშნავს ფარდა ახადო მათ საიდუმლო ჩანაფიქრს და გამოააშკარავო მარქსიზმის მთელი ნაბოდვარი,რომელიც ცდილობს თავის მჭექარე ლოზუნგებით მთელს მსოფლიოს გონება დაუბნელოს.
ასე რომ გულგრილი დამკვირვებლიდან,ფანატიკური ანტისემიტი გავხდი. და ახლა მწამს,რომ ყოვლისშემძლის სურვილისამებრ ვირჯები.ებრაელებთან მებრძოლი ღვთის საქმეს ვემსახურები!” (ავტორი გენია.ჯი)