“საფეხბურთო ბურთის ისტორიიდან”…

1. 1930 წლის მსოფლიოს პირველ ჩემპიონატზე,რომელიც ურუგვაიში იმართებოდა,ფინალურ მატჩზე,სადაც ერთმანეთს არგენტინისა და ურუგვაის ნაკრები გუნდები უპირისპირდებოდნენ,დიდი დავა გაიმართა მოწინააღმდეგე გუნდებს შორის იმის თაობაზე თუ რომელი ქვეყნის ბურთით ეთამაშათ ფინალი.საბოლოო ჯამში შეთანხმდნენ,რომ პირველი ტაიმი არგენტინული ბურთით ეთამაშათ,ხოლო მეორე ტაიმი ურუგვაული ბურთით.არგენტინელებმა 2:1 მოიგეს კიდეც პირველი ტაიმი თავისივე ბურთით,მეორე ტაიმში არგენტინული ბურთი ურუგვაულმა ბურთმა შეცვალა და საბოლოო ჯამში გამარჯვება ურუგვაის ნაკრებს დარჩა 4:2 და მსოფლიო ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი მოევლინა საფეხბურთო სამყაროს. (ავტორი გენია.ჯი)

2. 1872 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება,რომლის თანახმადაც დაწესდა სტანდარტები საფეხბურთო ბურთისა.მისი დიმაეტრი 68-71 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო,წონა კი 368-425 გრამი,საინტერესოა,რომ ბურთის ზომები დღემდე არ შეცვლილა,ხოლო წონა კი 1937 წელს შეიცვალა და 410 გრამიდან 425 გრამამდე შეიცვალა.მას შემდეგ საფეხბურთო ბურთის ზომები და წონა აღარასოდეს შეცვლილა.

3. 1970 წლიდან ყველა მსოფლიო ჩემპიონატი “ადიდასის” ფირმის ბურთით იმართება და ყოველ ახალ ჩემპიონატზე “ადიდასი” სრულიად ახალ ბურთს წარმოადგენს,რომელთაც შესაბამის სახელებსაც უწოდებენ.

4. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ნათამაშევი ბურთი,სადაც ესპანეთმა მოიპოვა ჩემპიონობა,აუქციონზე 78808 დოლარად იქნა გაყიდული.

5. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მსოფლიოში საფეხბურთო ბურთის 80%-ს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პაკისტანი აწარმოებს,მათ შორის უმრავლესობას პაკისტანური ქალაქი სიიალკოტი. (ავტორი გენია.ჯი)