“სარკის” ისტორიიდან…

“სარკე” - ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს საყოფაცხოვრებო ატრიბუტს წარმოადგენს.მისი შექმნის ისტორია სათავეს ჯერ კიდევ 7000 წლის წინ იღებს.არქეოლოგებმა თურქეთში აღმოაჩინეს პოლირებული ნატეხები სარკისა,რომლებიც დამზადებული უნდა ყოფილიყო ვულკანური წარმოშვების მინისაგან.მიუხედავად იმისა,რომ მასში გამოსახულება არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა იგი,მაინც ერთგვარი წინმსწრები უნდა ყოფილიყო თანამედროვე სარკისა.მეცნიერთა ვარაუდით ასეთ სარკეებში არა მარტო გამოსახულების გარჩევა,არამედ ფერების გარჩევაც კი დიდ პრობლემას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) 1279 წელს ფრანცისკანელმა ბერმა ჯონ პეკამმა პირველმა დახვეწა სარკე სრულყოფილი ახალი მეთოდით.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ აღნიშნული მეთოდით სარკის დამზადება ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო მისი წარმოებისა 1835 წლამდე,მანამ – სანამ გერმანელმა პროფესორმა იუსტუს ფონ ლიბიხმა არ აღმოაჩინა მეთოდი სარკის სრულიად ახალი მეთოდით დამზადბისა ვერცხლის გამოყენებით.1454 წელს საფრანგეთში (და არა მარტო საფრანგეთში) გამოიცა ბრძანება,რომლის თანახმადაც ქვეყნის ტერიტორიის დატოვების უფლება ჩამოერთვათ სარკის დამამზადებელ ოსტატებს,შესაბამისად სარკე ერთგვარი ფუფუნების საგნად მიიჩნეოდა და მასში სხვადასხვა ქვეყნების არისტოკრატები დიდ თანხებს იხდიდნენ.მაგალითისათვის “ვენეციური სარკეც” საკმარისი იქნება (ყველაზე საუკეთესო ოსტატები სარკის დამზადებისა ვენეციელები იყვნენ და ვენეციაში მისი დამზადება ერთგვარი საიდუმლოებაც გახლდათ),რომლის ფასი ჩვეულებრივი ხომალდის ფასსაც კი უტოლდებოდა და ამიტომ იგი მხოლოდ ძალიან მდიდადრი ადამიანების მოხმარების საგანი იყო.XVI საუკუნესი ანა ავსტრიელი,იმდენად მოხიბლული გახლდათ “სარკით”,რომ არანაირ თანხებს არ ზოგავდა საუკეთესო ხარისხის სარკეების შესაძენად.რადგან სახელმწიფოდან სარკეების შესაძენად დიდი თანხები გადიოდა ვენეციაში,საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა კოლბერმა გადაწყვიტა,ვენეციიდან გაეყვანა ის ოსტატები,რომლებიც საუკეთესონი იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) მან ვენეციაში გაგზავნა თავისი ნდობით აღჭურვილი პირები და ოთხივე ოსტატი საფრანგეთში ნავის საშუალებით მალულად გადაიყვანა (რადგან სარკის დამზადების ოსტატებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვების უფლება არ ჰქონდათ).მას შემდეგ რაც ოსტატები საფრანგეთში ჩაიყვანეს,მათზე დაქირავებული მკვლელბის მიერ ნადირობა დაიწყო.ამ მეთოდით ვენეცია ცდილობდა თავისი უდიდესი სარკის დამზადების საიდუმლოებისა და მონოპოლიის დაცვას.თუმცა ვერ მოახერხეს,რადგან ფრანგებმა დაწვრილებით შეისწავლეს მისი დამზადების ტექნოლოგია.როგორც კი საფრანგეთმა დაიწყო სარკეების დამზადების მანუფაქტურის განვითარება,ფასებმაც მასზე დიდად იმოქმედა და ბევრად გაიაფდა.ამის შემდგომ კი მისი დამზადება ევროპის სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს.სარკის შესახებ უამრავი მითი და ლეგენდა დღემდე ფართოდაა გავრცელებული,რომელიც ასოცირდება ისეთ მოვლენებთან როგორიცაა მისტიკა და სხვა.რაც არ უნდა იყოს,იგი ნებისმიერ დროში და ნებისმიერ ადგილას აუცილებელ საყოფაცხოვრებო ატრიბუტს წარმოადგენს ყოველი ადამიანისათვის. (ავტორი გენია.ჯი)