ლი გუნი
ლი გუნი დაიბადა 1659 წლის 14 მაისს სოფელ სიცაოცზიაძცუიში,ჩჟილის პროვინციაში (თანამედროვე ხებეის პროვინცია),სწავლლულისა და მეცნიერის ლი მინსინას ოჯახში.იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ჩინელი ფილოსოფოსი და სწავლული,რომლის მასწავლებელიც გახლდათ საყოველთაოდ ცნობილი ჩინელი ფილოსოფოსი იან იუანი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სწორედ ლი გუნი და მისი მასწავლებელი იან იაუნი გახლდნენ ისინი ვინც დაარსა იან-ლის ფილოსოფიური სკოლა. (ავტორი გენია.ჯი) ოცი წლის ასაკში დაწერა თავისი პირველი ნაშრომი,რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.1679 წელს იგი ხდება მოსწავლე იან იანისა,რომლის ფილოსოფიური ხედვების გავლენის შედეგად შეადგინა დღიური და დაკავდა მეცნიერებით.იან იანის გარდაცვალების შემდგომ 1704 წელს,მისივე მ,ასწავლებლის მშობლიურ მხარეში ბოეში დაამზადა მემორიალი,ხოლო მოგვიანებით კი დაწერა იან იანის ცხოვრებისა და ფილოსოფიური შეხედულებების შესახებ ნაშრომი,სადაც დეტალურად აღწერა მისი ცხოვრება. (ავტორი გენია.ჯი) 1715-1716 წლებში მას ადგილობრივმა მთავრობამ ბრალი დასდო ამბოხების მოწყობაში,თუმცა გამართლდა და პატიმრობიდანაც განთავისუფლდა.1718 წელს ინიშნება ტუნჩჟოუს ოლქის (თანამედროვე ნანტუნი) საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძრვანელად,ტუმცა რამდენიმე თვეში თავისივე სურვილით ტოვებს თანამდებობას.1730 წელს სათავეში ჩაუდგა გეოგრაფიული ცნობარის,სახელწოდებით: “გეოგრაფიული აღწერა დედაქალაქის პროვინციებისა”-ს შედგენას.ლი გუნი გარდაიცვალა 1733 წლის 14 თებერვალს მშობლიურ სოფელ სიცაოცზიაძცუიში.მისმა დაარსებულმა სკოლამ კი დიდი გავლენა იქონია შემდგომი თაობების ჩინელი ფილოსოფოსებისა და სწავლულების მსოფლმხედველობაზე. (ავტორი გენია.ჯი)