თეოდორ ჟერიკო – “მედუზას ტივი”
“მედუზას ტივი” - დიდი ფრანგი მხატვრის თეოდორ ჟერიკოს (1791-1824 წლები) მიერ შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოა რომანტიზმის ეპოქისა.სურათის სიუჟეტი რეალობიდან აიღო მხატვარმა.კერძოდ 1816 წლის 2 ივლისს სენეგალის სანაპიროებთან კატასტროფა განიცადა ფრეგატმა,სახელწოდებით “მედუზა”. (ავტორი გენია.ჯი) 140 მგზავრი ფრეგატისა ხომალდის ნარჩენებზე ცდილობდა სიცოცხლის შენარჩუნებას,თუმცა მათგან მხოლოდ 15-მა შესძლო გადარჩენა,მათ თორმეტი დღის განმავლობაში საშინელება გადაიტანეს და საბოლოოდ ბრიგის,სახელწოდებით “არგუსის” მიერ იქნენ გადარჩენილები.აღნიშნულ კატასტროფას თან დიდი სკანდალი ახლდა თან,რადგან ფრანგი საზოგადოება მთავრობას ადანაშაულებდა იმაში,რომ ფრეგატს არ ჰყავდა კომპეტენტური კაპიტანი და არ გააჩნდა საკმარისი საშუალებები თავის გადასარჩენად (ნავები).თეოდორ ჟერიკომ აღნიშნული მოვლენა ნათლად წარმოსახა ტილოზე და ღიად დააფიქსირა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანების თითოეული დეტალი.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ჟერიკომ სურათზე მუშაობისას მოინახულა მრავალი ავადმყოფი ადამიანი,დადიოდა მორგებში,რათა უფრო თვალნათლივ წარმოედგინა სიუჟეტი გატანჯული ადამიანების სახეებისა.აღნიშნული ტილო უკანასკნელი სრულად დასრულებული ტილოა მხატვრისა. (ავტორი გენია.ჯი) ტილოზე მუშაობა კი 1818 წელს დაიწყო და პირველად 1819 წელს გამოფინა ერთ-ერთ სალონში.მხატვრის გარდაცვალების სემდგომ 1824 წელს,იგი გატანილ იქნა აუქციონზე და შეძენილ იქნა ჟერიკოს ერთ-ერთი მეგობრის დედრიო-დორსის მიერ 6000 ფრანკად.ამავე აუქციონზე ტილოს შეძენის სურვილი გამოთქვა ლუვრის მუზეუმის ადმინისტრაციამ,თუმცა მათ ამისათვის მხოლოდ 5000 ფრანკი გამოყვეს,საბოლოოდ ამ აუქციონზე ტილო მხატვრის მეგობარმა შეიძინა.შემდგომ წლებში დედრიო-დორსს ძალიან დიდი თანხა შესთავაზეს ამერიკიდან,თუმცა ამაზე მან სასტიკი უარი განაცხადა და საბოლოო ჯამში 6000 ფრანკად დაუთმო ლუვრის მუზეუმს,იმ პირობით,რომ ტილო ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ადგილას იქნებოდა გამოფენილი.დღესდღეობითაც თეოდორ ჟერიკოს მიერ შესრულებური გენიალური ტილო “მედიზას ტივი” ლუვრის მუზეუმის 77 დარბაზშია წარმოდგენილი მთელი თავისი ბრწყინვალებით. (ავტორი გენია.ჯი)