ლუიზა კეტრინ ჯონსონ ადამსი
ლუიზა კეტრინ ჯონსონ ადამსი დაიბადა 1775 წლის 12 თებერვალს ლონდონში.იგი გახლდათ მეუღლე ამერიკის შეერთებული შტატების,რიგით მეექვსე პრეზიდენტისა – ჯონ კუინსი ადამსისა (1767-1848 წლები) და პირველი ლედი ამერიკისა 1825-1829 წლებში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ლუიზა ერთადერთი პირველი ლედი იყო,რომელიც ამერიკაში არ გახლდათ დაბადებული.
მისი მამა ამერიკელი ვაჭარი ჯოშ ჯონსონი იყო,ხოლო დედა კეტრინ ნუტ-ჯონსონი,წარმოშობით ინგლისელი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ასევე ცნობილია,რომ გარდა იმისა რომ ჯოში ვაჭარი იყო,მუშაობდა დიპლომატიურ სამსახურშიც,რა დროსაც ინგლისში იმუშავა ამერიკის საელჩოში.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ლუიზას მშობლების შეუღლება.მას ექვსი და და ერთი ძმა ტომასი ჰყავდა.ბავშვობის წლები ლონდონსა და ნანტში (საფრანგეთი) გაატარა,სადაც ოჯახი თავს აფარებდა ამერიკის რევოლუციის პერიოდს.ოთხი წლის ასაკში გაიცნო მისი მომავალი მეუღლე,მაშინ,როდესაც იგი მამასთან ერთად ნანტში მოგზაურობდა.ცნობილი ფაქტია ისიც,რომ თავდაპირველი გრძნობა და ყურადღება ჯონ კუინსს,ლუიზას დაზე აღეძრა,თუმცა მალევე სასიყვარულო გრძნობა მას ლუიზას მიმართ მოეძალა და 1797 წლის 26 ივლისს ისინი დაქორწინდნენ ლონდონში (ლუიზა 22 წლის იყო,ხოლო ჯონი 30 წლის).1797 წელს ოჯახი საბოლოოდ ბრუნდება ამერიკაში,სადაც ლუიზას მამა ფინანსურ ვალებში ვარდება,გაბანკროტების შედეგად,თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა იგი დაასაქმა,რის შედეგადაც ფინანსური პრობლემებიც თავისთავდ მოიხსნა.1802 წელს ლუიზას მამა გარდაიცვალა,ხოლო დედა 1811 წელს.ჯონ კუინს ადამსსა და ლუიზა კეტრის ჯონსონ ადამსს,თანაცხოვრებაში სამი ვაჟი (ჯორჯ ვაშინგტონ ადამსი,ჯონ ადამს II,ჩარლზ ფრენსის ადამსი) და ერთი ქალიშვილი (ლუიზა კეტრინ ადამსი) შეეძინათ.მას შემდეგ რაც ჯონ კუინსი ადამსი დანიშნულ იქნა სახელმწიფო მდივნად ამერიკისა – ჯეიმს მონროს მიერ,ისინი საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდნენ 1817 წელს.ლუიზასა და ჯონ კუინსის სახლში ხშირად იმართებოდა წვეულებები დიპლომატიური და სხვა რანგის მაღალჩინოსნებისათვის,სადაც დიასახლისი ლუიზა გახლდათ და საკმაოდ კარგი დიასახლისისც,რომელიც ერთობ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა მაღალ პოლიტიკურ წრეებში.მიუხედავად იმისა,რომ მისმა მეუღლემ არჩევნები მოიგო,მანამდე გაწეულმა უზარმაზარმა შრომამ იგი დეპრესიაში ჩააგდო.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ოჯახი რამდენჯერმე დანგრევის საფრთხის წინაშეც კი იყო და ლუიზამ ერთხელ განაცხადა კიდეც: “მამაკაცები ადამსების ოჯახოდან ცივსისხლიანები და გრძნობა დაკარგულები არიანო”. (ავტორი გენია.ჯი) ოჯახს შემდგომ წლებში დიდი ტრაგედია დაატყდა თავს,მას შემდეგ,რაც ორი უფროსი ვაჟი დაეღუპათ,რამაც მათზე კიდევ უფრო დიდად უარყოფითი გავლენა იქონია.ჯონ კუინსი თავისი მეუღლის შესახებ წერდა: “იგი ყოველთვის უერთგულესი მეუღლე იყო,ამასთანავე ნაზი,მიზანდასახული და მზრუნველი დედა”.ჯონ კუინსი გარდაიცვალა 1848 წელს.ლუიზა კი სიცოცხლის ბოლომდე ვაშინგტონში დარჩა და 1852 წლის 15 მაისს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.იგი დაკრძალულ იქნა მასაჩუსეტსის შტატის სასსაფლაოზე,სადაც მანამდე დაკრძალულები იყვნენ ჯონ ადამსი და მისი მეუღლე აბიგაილ ადამსი.2008 წლის 29 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოშვებულ იქნა 10 დოლარის ნომინალის მქონე ოქროს მონეტა,რომელზეც აღბეჭდილ იქნა ლუიზა კეტრინ ჯონსონ ადამსი. (ავტორი გენია.ჯი)