“იანუშ კორჩაკი და 200 წამებული ბავშვი”
იანუშ კორჩაკი (1878-1942 წლები),რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ ერხ ჰენრიხ გოლდშმიდტი,ალბათ მაგალითია იმ პედაგოგიკური აზროვნებისა და ზოგადად,ადამიანური ღირსებისა,რამაც კაცობრიობის ისტორიაში წარუშლელი კაცთმოყვარეობის კვალი დატოვა.ეროვნებით პოლონელი იანუში,რომლის ძარღვებშიც ებრაული სისხლიც ჩქეფდა,პროფესიით პედაგოგი,საბავშვო მწერალი და ექიმი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მკითხველო,აღნიშნულ პოსტში მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ არ მოგითხრობთ.მე მოგითხრობთ იმას,თუ რაოდენ ღირსეული საქციელი ჩაიდინა მან.
1940 წელს,მაშინ როდესაც გერმანელები ვარშავაში შევიდნენ,იგი როგორც ებრაელი “ვარშავის გეტოში” გაგზავნეს სხვა უამრავ უდანაშაულო ებრაელთან ერთად. 1942 წელს ფაშისტების მთავარსარდლობის ბრძანებით 200 ებრაელი ბავშვი ვაგონებით გადაჰყავდათ ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკში,რათა ისინი გაზის კამერების გამოყენებით სიცოცხლეს გამოესალმებინათ.აღნიშნული ინფორმაცია იანუშისათვისაც გახდა ცნობილი და გადაწყვიტა “ცოცხალ წმინდანებს” – ბავშვებს გვერდიდან არ მოსცილებოდა. (ავტორი გენია.ჯი) აკი მოახერხა კიდეც… იანუშმა და მისმა მეგობარმა სტეფან ვილჩინსკოიმ სასიკვდილოდ განწირულ ბავშვებთან ერთად სატვირთო მატარებლით ხანგრძლივი და გამაწამებელი გზის გავლის შემდგომ შეაბიჯეს – “ტრებლინსკის ჯოჯოხეთურ კონცლაგერში”. 1942 წლის 6 აგვისტოს,სიკვდილით დასჯის დღეს,მაშინ როდესაც ბავშვები გაზის კამერაში უნდა შეეყვანათ,იანუშმა გადაწყვიტა ბავშვებისათვის საკარნავალო განწყობის შექმნა,რათა მათ ფაქიზ ფსიქიკას სიკვდილის მოახლოება არ ეგრძნო.იანუშმა ისეთი სანახაობა მოუწყო პატარებს,რომ ვერც კი გააცნობიერეს რაოდენ დიდი საფრთხე ემუქრებოდა მათ უმანკო სიცოცხლეს. 200 სიკვდილმისჯილ ებრაელ უმანკო ბავშვს კი “გაზის კამერისაკენ” სიმღერით წინ იანუს კორჩაკი გაუძღვა… საუბედუროდ ფაშისტებმა 200 ბავშვი გაზის კამერაში იმსხვერპლეს,თავიანთ მასწავლებელთან და უდიდესი სულიერების მატარებელ პედაგოგთან – იანოშ კორჩაკთან ერთად.მიუხედავად იმისა,რომ კორჩაკს დიდი შანსი ჰქონდა ცოცხლად გადარჩენისა,მან თავისი სიცოცხლე მიუძღვნა არა მარტო იმ ულამაზეს 200 ბავშვს,რომლებიც ჯალათებმა შეიწირეს,არამედ მთელ კაცობრიობას გვიჩვენა თუ რა არის კაცთმოყვარეობისა და კეთილშობილების უმაღლესი პიკი.ის პიკი,რისთვისაც არა მარტო სიცოცხლე,არამედ სიკვდილიც კი ღირს.იანუშ კორჩაკის სახელი კი სამუდამოდ ჩაეწერა კაცთმოყვარეობისა და ყოველივე ადამიანურობის ნათელ და დაუვიწყარ წიგნში. (ავტორი გენია.ჯი)