ყველაზე მაღალი ხარჯების გამღები ქვეყნები – განათლებაზე
მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილმა ინგლისურენოვანმა ჟურნალმა – “The Economist”-მა,წარმოადგინა რეიტინგი იმ ქვეყნებისა,რომლებიც ბიუჯეტიდან,ყველაზე დიდ თანხებს სდებდნენ “განათლებაში” (2004-2009 წლებში).რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ცხრილის პირველ ადგილს,ზემოთ აღნიშნულ წლებში – “კომუნისტური კუბა” იკავებს.ეს ქვეყანა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტების 13,3 %-ს,სწორედ განათლების განვითარებას ახმარს.როგორც აღნიშნავენ,სწორედ ამის დამსახურებაა,კუბაზე ტრადიციულად მაღალი განათლების მქონე მოსახლეობის არსებობა.XX საუკუნის შუა ნახევარში,კუბის მოსახლეობის 22 % შეადგენდა საშუალო განათლების არ მქონეთა კატეგორიას.თუმცა ეს მაჩვენებელიც კი,იმ პერიოდში ისეთ ქვეყნებს უსწრებდა,როგორებიც არიან იტალია და ესპანეთი.1960-იან წლებში,კუბაზე განსაკუთრებული ძალისხმევა ჩაიდო განათლების მიღებასა და გაუნათლებლობის ლიკვიდაციის კუთხით.მას შემდეგ,20 წელიწადში 20%-მა მაჩვენებელმა,საშუალო განათლების არ მქონეთა – 2%-მდე დაიკლო.1990-იან წლებში კი საერთოდ 0% აჩვენა.დღესდღეობით კუბაზე ფუნქციონირებს 12 წლიანი ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალო განათლების სისტემა და 50 უმაღლესი სასწავლებელი.აღსანიშნავი და უმთავრესია ის გარემოება,რომ საშუალო განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღება,ამ ქვეყანაში სრულიად – “უფასოა”.(ავტორი გენია.ჯი) ალბათ გასაკვირია ამ მაჩვენებლის მქონე ქვეყანა,ესოდენ წარუმატებელი რატომ უნდა იყოს.თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის,რომ კუბა კომუნისტური ქვეყანაა,სადაც თავისუფალი აზრის პორტირება შეზღუდულია.შესაბამისად მათ უმთავრეს ფუნქციას “პროპაგანდა” წარმოადგენს იმისა,რომ იგი მსოფლიოში ყველაზე “განათლებული ადამიანების” მქონე ქვეყანაა.ინგლისურენოვანი ჟურნალი The Economist-ის რეიტინგი,კი მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.მიუხედავად ყოველივესი,ფაქტი ფაქტად რჩება: კუბა მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 13,3%-ს განათლებისკენ მიმართავს და ამასთანავე დღემდე,ნებისმიერი სახის (იქნება ეს საშუალო თუ უმაღლესი) განათლების მიღება აბსოლუტურად – “უფასოა”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სიაში მხოლოდ ორი ევროპული ქვეყანა – დანია და ისლანდია მოხვდნენ,ხოლო დანარჩენი ქვეყანები მიუხედავად იმისა,რომ წამყვან ადგილებს იკავებენ განათლებაში ქვეყნის მთლიანი შიდა რესურსის პროცენტული მაჩვენებლის გაღებით,მაინც ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებად მიიჩნევიან.
აქვე შემოგთავაზებთ The Economist-ის მიერ შედგენილ რეიტინგს – “ყველაზე მაღალი ხარჯების გამღები ქვეყნებისა – განათლებაზე” (2004-2009 წლებში):
1. კუბა – მთლიანი შიდა პროდუქტების 13,3 %;
2. ლესოტო – 12,4%;
3. მოლდოვა – 8,2%;
4. ბოტსტვანა – 8,1%;
5. მალდივები – 8,1%;
6. დანია – 7,9%;
7. სვაზილენდი – 7,9%;
8. ისლანდია – 7,6%;
9. ბურუნდი – 7,2%;
10. ტუნისი – 7,1%.