ტიციან ტაბიძის მოსაზრება…

“ქართველ ხალხში ცხოვრობს უკვდავი აქტიორული სული.მას უნდა მუდამ სხვა იყოს,მას უყვარს თეატრალიზაცია ცხოვრების; რატომ იღებება ქართველი ქალი? ესეც ხომ მოდის ბრალი არ არის.ამას ჩვენში დიდი ისტორია აქვს.მიზეზი აქაც იგივეა,ეს აქტიორობა და თეატრალიზაციაა.ეს ბუნება შეუსწავლელია ჯერ სრულიად.ქართველ ხალხს უყვარს ნიღაბი, და ამიტომ სიმბოლიზმი ჩვენში აუცილებელია.ჩვენში მზადაა ნიადაგი მოდერნიზმისთვის”. (ავტორი გენია.ჯი)