ჯაკომო ანტონიო როსინი – “ეპიზოდი”

გენიალურ იტალიელ კომპოზიტორს და მსოფლიოში სახელგანთქმული ორმოქმედებიანი ოპერის – “სევილიელი დალაქის” (დაწერილი 1816 წელს) ავტორს - ჯაკომო ანტონიო როსინის (1792-1868 წლები),მაშინ როდესაც მისი შემოქმედება და პოპულარობა “პიკს” აღწევდა,მშობლიური ქალაქიდან – პეზაროდან (მარკეს რეგიონი – იტალია),საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.ვიზიტის დროს მათ დიდ მაესტროს განუცხადეს,რომ ქალაქის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პეზაროს მთავარ მოედანზე მისი ქანდაკების დადგმისა. (ავტორი გენია.ჯი) მოისმინა რა როსინიმ მათი წინადადება,ერგვარად კმაყოფილი დარჩა,თუმცა ინტერესის გამო იკითხა:

- საინტერესოა,რა თანხა დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს ჩემი ძეგლის აგება?

- 20 000 ლირაზე მეტი დიდო მაესტრო, – იყო პასუხი.

აღნიშნული თანხა იმ პერიოდისათვის საკმაოდ დიდი თანხა გახლდათ,რაზეც გაოცებულ კომპოზიტორს აღმოხდა:

- ღმერთო ჩემო,ასეთი დიდი თანხისათვის პოსტამენტზე თავადაც დიდი სიამოვნებით დავდგებოდი… (ავტორი გენია.ჯი)