“ფიურერბუნკერი”

“ფიურერბუნკერი” – წარმოადგენდა გერმანიის დედაქალაქის ბერლინის ცენტრში,რაიხსკანცელარიის (სამხრეთ-აღმოსავლეთით) შენობის დაბლა განთავსებულ ერთ-ერთ ყველაზე გამაგრებულ და დაცულ მიწისქვეშა კომპლექსს,სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა ნაცისტური გერმანიის “ბელადმა” – ადოლფ ჰიტლერმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ.როგორც წესი,ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურის დასაცავად დღემდე იგება მიწისქვეშა თავდაცვის ობიექტები,ამიტომ გასაკვირი არც ის გახლავთ,რომ ერთ დროს ევროპის ქვეყნების მპყრობელსა და მეორე მსოფლიო ომის უმთავრეს შემოქმედს “ფიურერბუნკერის” აუგეს,მითუმეტეს მაშინ,როდესაც მას პარანოიული შიში ტანჯავდა არა მარტო მოწინააღმდეგეების,არამედ საკუთარი გენერლების შეთქმულებების მიმართაც. (ავტორი გენია.ჯი) “ფიურერბუნკერის” დაპროექტება 1935 წელს მოხდა,ხოლო მისი აგება კი ორ ეტაპად შედგა.მშენებლობის პირველი ეტაპი განხორციელდა 1936 წელს,ხოლო მეორე და სრულყოფილა მოხდა კი 1943 წელს.ბუნკერის სიღრმე მიწის ქვემოთ 5 მეტრს შეადგენდა; აქედან ერთი მეტრი თავად მიწის გრუნტი იყო,ხოლო 4 მეტრი მასიური რკინა-ბეტონის კონსტრუქცია.იგი შედგებოდა 30 სხვადასხვა დანიშნულების ოთახისაგან და აღჭურვილი იყო იმ პერიოდისათვის თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობებით,მათ შორის საშტაბო-მართვის ცენტრით. (ავტორი გენია.ჯი) ასევე ბუნკერისათვის აუცილებელი ვინტილაციის სისტემითაც.”ფიურერბუნკერი” შეიცავდა ორ შემოსასვლელ-გასასვლელს,რომელთაგან ერთი ბაღში გადიოდა (სადაც დაწვეს კიდეც ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ცხედრები).საერთო ფართობი 250 კვადრატულ მეტრს მოიცავდა.ოფიციალური დოკუმენტების თანახმად (არც სრული სიცრუე იყო),აღნიშნული ბუნკერის აგება მიზნად ისახავდა მოსახლეობისათვის მტრის თვითმფრინავებისაგან თავის დაცვას და 1936 წელს იგი მხოლოდ 12 ოთახისაგან შედგებოდა.გარდა ამისა მისი კედლების სისქე მხოლოდ 1,6 – 2 მეტრს შეადგენდა.მხოლოდ მას შემდეგ,რაც ფრონტზე გერმანელთა გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა,დაიწყო “ფიურერბუნკერის” რეკონსტრუქცია,რა დროსაც საბოლოოდმიიღო ის სახე,რაც ზემოთ მოგახსენეთ.მოგვიანებით კი თავად ჰიტლერის ინიციატივით,რომელიც ყოველ ჯერზე შეთქმულების მანიით იყო დაავადებული,ბუნკერში მასთან მისასვლელი ყოველი კარის დაცვა ერთიორად გაძლიერდა.რამაც მისი უახლოესი გარემოცვისაგან იზოლირებაც კი გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) 1945 წლის აპრილში,მაშინ როდესაც ბერლინი დაცემის პირას იყო,”ფიურერბუნკერისაკენ” მიიჩქაროდა “ვისლას” საარმიო ჯგუფის სარდალი გოტჰარდ ჰაინრიცი,რათა ჰიტლერისათვის ეცნობებინა სიმართლე,აღმოსავლეთის ფრონტზე შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა.როდესაც ჰაინრიცი განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ იმპერიის რაიხსკანცელარიას მიუახლოვდა,მის თანმხლებ პოკოვნიკ აისმანს გადაულაპარაკა: “სამი წლის წინ ჰიტლერის ფეხქვეშ ევროპის უმეტესი ნაწილი იყო გართხმული,მდინარე ვოლგადან ატლანტის ოკეანემდე და ვინ წარმოიდგენდა,რომ სამი წლის შემდეგ ჰიტლერი მიწისქვეშა ბუნკერში დაემალებოდა ბედისწერას?!”

მიუხედავად “ფიურერბუნკერის” სქელი და მასიური კედლებისა,ადოლფ ჰიტლერი მაინც “დაუცველი” აღმოჩნდა იმ ბედისწერის წინაშე,რომელიც თავად შექმნა,მისივე განუსაზღვრელი ბოროტებით და სწორედ აღნიშნული ბუნკერი აღმოჩნდა მისი უკანასკნელი “ნავთსაყუდელი”,სადაც ტყვია დაიხალა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც ბერლინი დაეცა და ბუნკერში მოკავშირეთა ჯარები შევიდნენ,იგი აფეთქებულ იქნა და დღესდღეობით “ფიურერბუნკერის” ადგილზე – “ავტომანქანების სადგომია” განთავსებული. (ავტორი გენია.ჯი)