ონგაონგა

ონგაონგა – ლათინიზირებული სახელი გახლავთ “Urtica ferox,ასევე მოიხსენიებენ,როგორც “ჭინჭრის ხე”,წარმოადგენს ჭინჭრისებრთა სახეობის,ორლებნიანნ ფარულთელოვანთა კლასის მცენარეს,რომელთა გავრცელების არეალია ახალი ზელანდია.იგი შეიცავს ხისებრ ტანის ლულას,რომელიც ფოთლებთან ერთად გამოირჩევა დიდი მასიური ეკლებით,რომლებიც თავის მხრივ შეიცავენ – ჭაინჭველმჟავასა და გისტამინებს.მისმა სიმაღლემ შესაძლოა 5 მეტრსაც კი მიაღწიოს,რაც ესოდენ განასხვავებს მას სხვა ჭინჭრისებრთა სახეობის მცენარეებისაგან.ზემოაღნიშნული შემცველობების გამო,მასზე შეხება ადამიანიანისათვის მეტად მტკივნეულია.გარდა ამისა ცნობილია ისიც,რომ დაფიქსირებულა შემთხვევა,როდესაც მისმა შეხებამ არა მარტო ცხოველები,არამედ ადამიანიც კი იმსხვერპლა.მიუხედავად ყოველივესი,ონგაონგა წარმოადგენს უსაყვარლეს მცენარეს ახალზელანდიაში გავრცელებული – “წითელი ადმირალის” სახეობის პეპლებისათვის. (ვტორი გენი.ჯი)