მორის ფოცხიშვილი – “მამაშვილური თეორემა და ისტორიული გზა მისი დამტკიცებისა”
საქართველოს მომავალი
მისივე წარსულისა და აწმყოს
ნამრავლის ტოლია!
წარსული მოცემულია,
აწმყო მოსაძებნია,
მომავალი მოსაპოვებელია!
***
პასუხი
იპოვეთ საკუთარ გულში,
თუკი ამ გულში ის სისხლი ჩქეფს,
ბარიკადებზე რომ იღვრება
ბიბლიური დროიდან დღემდე.